პუტინმა „ვაგნერის“ ხელმძღვანელისა და პირადი „მზარეულის“ განდგურების გადაწყვეტილება მიიღო?! - “კანონიერი ქურდის” სკანდალური ვიდეომიმართვა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„პედერასტია, მე პირადად მწოვდა!“

 ბათო ჯაფარიძე

 

რუსმა ბიზნესმენმა, ევგენი პრიგოჟინმა სამხედრო ბატალიონი „ვაგნერი“ შექმნა, დაჯგუფება, რომელშიც მხოლოდ პატიმრები არიან გაერთიანებულნი. ჰო, პატიმრებს მოუწოდეს, რომ თუ „ვაგნერში“ ჩაირიცხებიან, უკრაინის წინააღმდეგ იბრძოლებენ, ამნისტია შეეხებათ და ვადაზე ადრე გაუშვებენ. მოწოდებამ გაჭრა - პრიგოჟინის არმიაში ასეულობით კრიმინალი გაერთიანდა. და მაინც, ვინ არის პრიგოჟინი, რომელსაც ამდენის უფლება მისცეს?

 

ის რუსეთში „პუტინის მზარეულის“ მეტსახელითაა ცნობილი. სანკტ-პეტერბურგში რესტორნების ქსელი ჰქონდა და რამდენჯერმე დაევალა, მოემზადებინა საკვები რუსეთში ჩასული სხვა სახელმწიფოს მეთაურებისთვის. ეს საქმე იმდენად კარგად გამოუვიდა, რომ პუტინისთვისაც დაიწყო სადილების მომზადება. ასე გახდა ნასამართლევი და ყოფილი კრიმინალი პრიგოჟინი პუტინთან არათუ ერთ-ერთი დაახლოებული პირი, არამედ, ადამიანი, რომელიც ბევრ რამეს წყვეტდა. მეტიც, ამერიკელი პროკურორი რობერტ მიულერი მოხსენებაში წერდა, რომ პრიგოჟინი ერთ-ერთი იყო იმ ბიზნესმენებიდან, რომელიც ცდილობდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას, „ტროლების ქარხანაც“ ჰქონდა, რომელსაც აფინანსებდა და ეს „ქარხანა“ 250 ათას „ტროლს“ მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე ითვლიდა. ის იმდენად ეფექტიანად მართავდა ამ ყველაფერს, რომ რუსეთშიც ჩაფიქრდნენ, რა მოხდებოდა, თუ პრიგოჟინი მოინდომებდა და ამ „ქარხანას“ უკვე რუსეთის წინააღმდეგ აამუშავებდა? ამიტომ, აღნიშნული პროექტი შეაჩერებინეს, თუმცა მანამდე, მან მოასწრო და სოციალურ ქსელში დიმიტრი მედვედევი გააშავა, რასაც მისი პრემიერობიდან გაშვება მოჰყვა და როგორც ამბობენ, ეს პირადად პუტინის დაკვეთა იყო. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, დამოუკიდებლად პრიგოჟინი ვერ გაბედავდა მედვედევის წინააღმდეგ წასვლას.

სხვათა შორის, თავის დროზე, როცა პუტინი იტალიის პრემიერ სილვიო ბერლუსკონის რესტორანში შეხვდა, ოფიციანტმა მოახერხა და მათი საუბრის რამდენიმე დეტალი მოისმინა, რაც პრიგოჟინს უთხრა. ამ უკანასკნელმა კი პუტინს მიაწოდა ინფორმაცია და აშკარად გარისკა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამ გზით შეეძლო, სხვებზეც ინფორმაციის მიღება და პუტინი ამას დათანხმდა.

ისევ „ვაგნერს“ დავუბრუნდეთ. ბატალიონი, რომელიც უკრაინაში უსასტიკესი მეთოდებით იბრძვის, სკანდალში ცოტა ხნის წინა გაეხვა. საქმე ის გახლავთ, რომ ერთ-ერთმა პატიმარმა, ვინმე ევგენი ნუჟნიმ, რომელიც აღნიშნულ ბატალიონში გაერთიანდა, უკრაინაში შესვლისთანავე იარაღი დაყარა და მოწინააღმდეგეს ჩაბარდა. უკრაინულმა მხარემ ის ვიდეოზე ჩაწერა, სადაც ნუჟნი დეტალურად მოჰყვა, რომ სწორედ ეს ჩანაფიქრი ჰქონდა - უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებდა და რაც მთავარია, მოჰყვა იმ სასტიკ მეთოდებზე, რომლითაც „ვაგნერის“ მებრძოლები ტყვეებს უსწორდებოდნენ. მათი მთავარი სადამსჯელო იარაღი გახლდათ ურო, რომლითაც ტყვეებს თავის ქალას უმტვრევდნენ. მაშინ ეს ბევრმა არ დაიჯერა, მაგრამ მალე, ევგენი ნუჟნის კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა - ის ბნელ სარდაფში ჰყავდათ ჩამწყვდეული, ნიღბიანმა ადამიანებმა თქვეს, რომ მოღალატეებს ასე ექცევიან და მას თავის ქალა... უროთი ჩაუმტვრიეს, შემდეგ კი მისი სხეული... კიევის ცენტრში დააგდეს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ნუჟნი სწორედ კიევიდან გაიტაცეს, გარეუბანში „ვაგნერის“ მებრძოლებმა აწამეს და შემდეგ, სხვების დასაშინებლად, გვამი ქუჩაში დააგდეს. ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ უკრაინელებისთვის მაინცდამაინც კარგი არ უნდა იყოს, რომ დედაქალაქში „ვაგნერმა“, პრაქტიკულად, სპეცოპერაცია ჩაუტარა.

ევროპარლამენტში „ვაგნერის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესაძლებლობაზე მსჯელობენ და ძალიან დიდი ალბათობით, ამას გააკეთებენ კიდეც, თუმცა ისე ჩანს, რომ პრიგოჟინს ეს საერთოდ არ ადარდებს და ევროპარლამენტში ვიოლინოს ქეისიც გააგზავნა საჩუქრად, შიგნით კი... სისხლში მოსვრილი ურო იდო. როგორც ჩანს, ეს თავხედური სვლა თავად პუტინსაც არ მოეწონა, რადგან პრიგოჟინის საქციელს ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვა. ჰოდა, რუსეთის პრეზიდენტმა პრიგოჟინის მოშორება გადაწყვიტა, მაგრამ ეს არცთუ მარტივი იქნება, რადგან მას ახლა უზარმაზარ ფინანსებსა და გავლენასთან ერთად, კარგად შეიარაღებული, თავზეხელაღებულთა არმიაც ჰყავს, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი და თუ პრიგოჟინი უბრძანებს, არც მოსკოვის შტურმზე დაიხევს უკან. ამიტომ, პუტინმა ჯერ არმიის დაშლა და დემორალიზება გადაწყვიტა. სწორედ ამის გამოძახილია ბოლო დროს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო. ჯერ იყო და, ყოფილ პატიმრებს „კანონიერმა ქურდმა“ „გრიშა მასკოვსკიმ“ მოუწოდა, პრიგოჟინის გვერდში ნუ დგახართო, ახლა კი... რამდენიმე დღის წინ, კრიმინალური ავტორიტეტის, საკმაოდ გავლენიანი „საშა კურარას“ ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ის დეტალურად ჰყვება პრიგოჟინის წარსულს და მისი დროშის ქვეშ გაერთიანებულებს არა მარტო ფიზიკური განადგურებით, არამედ, ოჯახების ამოწყვეტით ემუქრება.

სტენოგრამა 5-წუთიანი ვიდეოდან, რომელიც უხამს ელემენტებსაც შეიცავს, ასეთია:

„დღე მშვიდობისა, პატიმრებო. მშვიდობა და სიკეთე ჩვენს ოჯახს. მე საშა ვარ, კრიმინალურ სამყაროში „საშა კურარად“ მიცნობენ. მინდა, „გრიშა მასკოვსკის“ მოწოდებას შევუერთდე და ჩემი მხრიდან დავამატო. მინდა, გამცნოთ, რომ კონკრეტულად, ევგენი პრიგოჟინთან ერთად, სასჯელს ვიხდიდი. ჰოდა, ის პედერასტია... ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით - პედერასტი. პრიგოჟინს ჰქონდა თავისი ადგილი ზონაზე, იცოდა ეს ადგილი და თანახმა იყო ამ ადგილზე. ახლა კი თქვენ, რომლებიც მიდიხართ ბატალიონ „ვაგნერში“, თქვენ ერთიანდებით პედერასტის დროშის ქვეშ ანუ თქვენ გხელმძღვანელობთ პედერასტი. თქვენ თავს უთანაბრებთ პედერასტს... არა, კი არ უთანაბრებთ, უფრო დაბლა ეშვებით. პრიგოჟინი პირადად მე მწოვდა და მწოვდა იმიტომ, რომ ასე ვერთობოდით. გახსოვს, ჟენია, ეს ამბავი? გაიხსენე, შე ქათამო... გცემდნენ, როგორც უკანასკნელს... ახლა კიდევ რას აკეთებ? ცდილობ, პროცესები მართო? მაგრამ არა, პრიგოჟინზე არ მაქვს საუბარი, თქვენ მოგმართავთ, ვინც მას მიჰყვებით - თქვენც პედერასტები ხართ. პედარასტიც რომ არ იყოს პრიგოჟინი, გაიხსენეთ, რა მოხდა 1945 წელს, სამამულო ომის დროს. ვინც მაშინ აიღო იარაღი ხელში და ომში წავიდა, ხომ გახსოვთ, რა დაემართათ? ახლა კი... ახლა თქვენ ქათამი გმეთაურობთ, ქათამი, რომელსაც სპერმის კუდი მოუჩანს კბილებიდან. თქვენ კი მისი დროშის ქვეშ გაერთიანებულები მიდიხართ ქალებისა და ბავშვების დასახოცად...

ყველას დაგხოცავთ... ყველას... თქვენ, რომლებიც ზონაში, სავარაუდოდ, საერთო მაგიდასთან ისხედით, ახლა ამის უფლება აღარ გექნებათ იმიტომ, რომ ვეღარ შეცვლით ვერაფერს. 50 წლის ვარ, აქედან 24 წელი ციხეებში მაქვს გატარებული და ყოველი ახალი „სროკის“ შემდეგ ვფიქრობდი, რომ გამოვალ, ცხოვრების წესს შევცვლი. ვერ შევცვალე, ვერც თქვენ შეცვლით და ადრე თუ გვიან, ისევ ციხეში დაბრუნდებით. აი, მერე რას ფიქრობთ? მერე რა ბედი გელით? თქვენ ხომ ჩვეულებრივი ქათმები იქნებით, რომლებიც პედერასტის დროშის ქვეშ გაერთიანდით? როგორ გგონიათ, დაგეხმარებათ ეს ქათამი? მე, „საშა კურარას“, პირადად მწოვდა პრიგოჟინი, მზად ვარ, შევხვდე და პირში ვუთხრა ეს, ოღონდ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, მაგალითად, თურქეთში. ნებისმიერ დროს შევხვდები...

იფიქრეთ იმაზე, რა გელოდებათ... იმაზეც იფიქრეთ, რა ელოდება თქვენს ოჯახებს. ჩვენ მოვალთ თქვენს ოჯახებში, გაგძარცვავთ, ცოლებსა და შვილებს აგიტირებთ, შვილიშვილებსაც... გიფიქრიათ ამაზე? იმიტომ, რომ თქვენ არამზადები ხართ, არამზადები, რომლებიც გაჰყევით ქათამ პრიგოჟინს და „ფეესბეშნიკ“ პუტინს... გაჰყევით, რათა დახოცოთ ნორმალური ადამიანები. თავს დაესხით ნორმალურ ქვეყანას. თქვენ ამნისტიასა და ვადაზე ადრე გათავისუფლებას ელით? ამის ნაცვლად, უკანალში მიიღებთ... ზიზღს მიიღებთ... თქვენი შვილების, თქვენი ოჯახის ტანჯვას მიიღებთ. გავაკეთებთ იმას, რაც კრიმინალურ სამყაროს არ გაუკეთებია. ყველანი პედერასტები ხართ, რომლებიც „ვაგნერში“ ჩაეწერეთ. მზად ვარ, თქვენც შეგხვდეთ, თურქეთში... ნებისმიერს... და თუ ვერ მოვახერხებ ყელი გამოგჭამოთ, წაგკუზავთ.... მე ყველა სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ - კიდევ გავიმეორებ, პრიგოჟინი პედერასტია, მე პირადად მწოვდა!“

როგორც ვარაუდობენ, ეს მოწოდება „ვაგნერის“ მებრძოლებზე აუცილებლად აისახება და ბევრი მათგანი დაყრის იარაღს, რათა პირველ რიგში, საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებაზე იზრუნოს... მეორე მხრივ, ეს პრიგოჟინისთვის პირდაპირი მინიშნება იქნება, რომ ის საჭირო აღარ არის და შესაძლებელია, მოკლან კიდეც. ახლა, ერთადერთი გამოსავალი დასწრებაა - თუ პრიგოჟინი იმდენს მოახერხებს, რომ „ქილერმა“ თავად „საშა კურარა“ გაანეიტრალოს, მაშინ მას მებრძოლებისთვის სათქმელი ექნება, თქვენს გვერდით ვარო, მაგრამ რუსეთში გადაწყვეტილებებს ერთადერთი კაცი იღებს და თუ ის მოინდომებს, რომ პრიგოჟინისთვის ყველაფერი დასრულდეს, აუცილებლად დასრულდება.

 

 ვიდეო-