ერთადერთი ბერკეტი ოკუპაციის შესაჩერებლად საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად სამართლებრივი რეაგირებაა - მდინარაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აფხაზებს უკრაინასთან ომისთვის ამზადებენ. პუტინის ბრძანებიდან ორ კვირაში მობილიზაცია ოკუპირებულ რეგიონსაც შეეხო და სამხედრო გაწვევა გამოცხადდა.

რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებული გაწვევების საწინააღმდეგოდ?

ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, აცხადებს, რომ ერთადერთი გზა, რაც საქართველოს ხელისუფლებას დარჩენია, არის საერთაშორისო თანამეგობრობის საქმის კურსში ჩაყენება.

ოკუპაცია არის იმგვარი რამ, რაც მარტივად მსჯელობის საშუალებას გართმევს. ეს არის უდიდესი ბოროტება, რომელიც შენს ოპონენტს, თუ მას ცუდი სპეკულაცია უნდა სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, აძლევს იმის თქმის საშუალებას, როგორიცაა, რატომ არაფერს აკეთებთ აფხაზეთში? და ასე შემდეგ.

ოკუპაცია ისეთი ბოროტებაა, რომელშიც პოზიტიური ჩარევის საშუალება მოსპობილია. საქართველოს ტერიტორიის 18%-ზე ოდნავ მეტი ოკუპირებული აქვს რუსეთს, რუსეთს, რომელიც დღეს აწარმოებს ომს უკრაინაში და მთელი ცივილიზებული სამყარო დგას მეორე მხარეს.

თქვენ კითხვას მისვამთ, რას ვაკეთებთ ჩვენ იმისათვის, რომ იქ, აფხაზეთში მოვლენები არ განვითარდეს.

ერთადერთი ბერკეტი და სამწუხაროდ, სხვა ბერკეტი არ გააჩნია არც ერთ ქვეყანას, რომელიც ამ მდგომარეობაშია, არის ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად სამართლებრივი ზომები, დაფიქსირება და ასე შემდეგ განახორციელოს.

სამწუხაროდ, სხვა ბერკეტი ოკუპანტის მიერ სხვის ტერიტორიაზე მოქმედების აღსაკვეთად არ არსებობს.

ეს სამწუხარო რეალობაა. - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება სამხედრო სამსახურში 18-იდან 27 წლამდე იმ ახალგაზრდებს იწვევს, რომლებიც სამხედრო აღღიცხვაზე არ იმყოფებიან.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, შესაბამის განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი. ადგილობრივ გამგეობებს კი დაევალათ საჭირო რაოდენობის მოქალაქეების მობილიზაცია.