"მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს და პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდე მნიშვნელოვან დისკუსიებში უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად" - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს და პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდე მნიშვნელოვან დისკუსიებში უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.

„მონაწილეობას ვიღებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გახსნით სესიაში, რომელზეც მსოფლიო ლიდერები გლობალური დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხებს იხილავენ.

მაქვს პატივი წარმოვადგენდე, საქართველოს და პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას ვიღებდე მნიშვნელოვან დისკუსიებში უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად”,- წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში”.