თუ მშვიდობა არ იქნება, არ იქნება არავითარი განვითარება, არც ეკონომიკური განვითარება, არც ევროპული პერსპექტივა - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თუ მშვიდობა არ იქნება, არ იქნება არავითარი განვითარება, არც ეკონომიკური განვითარება, არავითარი, არც ევროპული პერსპექტივა და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

 მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა სიტუაციის დეესკალაცია, რაც ასევე იყო ევროპელების მოწოდება.

 „იყო კითხვა როგორ ვპასუხობთ რუსეთის მცოცავ ოკუპაციას და ა.შ. მე ამაზე გესაუბრეთ, ჩვენ მოვახერხეთ მაქსიმალურად დაგვეწია ასე ვთქვათ ის მაღალი დაძაბულობა, რომელიც იყო შექმნილი ქვეყანაში და მოვახდინეთ სიტუაციის დეესკალაცია, ეს იყო მათ შორის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ევროპელების მოწოდება, მათი რეკომენდაცია, ვინაიდან, თუ მშვიდობა არ იქნება, არ იქნება არავითარი განვითარება, არც ეკონომიკური განვითარება, არავითარი, არც ევროპული პერსპექტივა და ა.შ. ამიტომ ამას სჭირდება ცოტა უფრო გონივრული და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება თქვენგან, თუ მართლა გიყვართ ქვეყანა,“- განაცხადა პრემიერმა.