რა ხდება თბილისსა და რეგიონებში სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დაწყებამდე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქციაა დაგეგმილი. მხარდასაჭერ აქციას სხვადასხვა რეგიონებიდან უერთდებიან კოლონებიც, რომლებსაც გზად მოწინააღმდეგე ხალხის ნაწილი,სიმბოლურად ცოცხებით დახვდნენ და გზა გადაუკეტეს. აქციისთვის თავისუფლების მოედანზე სპეციალური სცენა უკვე მოწყობილია. ადგილზე პრეზიდენტის მხარდამჭერები კი ნელ-ნელა იკრიბებიან. მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და პარლამენტის შიდა ეზოში სპეცდანიშნულის რაზმია მობილიზებული. სამართალდამცველები ადგილზე ყვითელი ავტობუსებით მიიყვანეს. ასევე თბილისის მერიის ინფორმაციით,რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გაო.რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნადმე,სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდა.