„ნაცმოძრაობას“ უნდა პროვოკაციების მოწყობა, საზოგადოებას მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფხიზლად - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ნაცმოძრაობაში“ საუბრობენ აქტიურად პროვოკაციებზე, მათ უნდათ პროვოკაციების მოწყობა, მე საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ იყვნენ ძალიან ფხიზლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მიეცეს.

 

„ნაცმოძრაობაში“ საუბრობენ აქტიურად პროვოკაციებზე, მათ უნდათ პროვოკაციების მოწყობა ამასთან დაკავშირებით ბრიფინგიც ჩავატარე. მე საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ იყვნენ ძალიან ფხიზლად, ძალიან ფრთხილად და არავინ უნდა დაუშვას ასეთი პროვოკაციების მოწყობა. სახელმწიფო ყველა შემთხვევაში მიიღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ჩვენ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში ერთ კვირაში გახსნიან მეორე ფრონტს.

 

„მე გარანტიას გაძლევთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, თეორიულად რომ დავუშვათ, ერთ კვირაში პიარულადაც არ შეფუთავენ ამას, გახსნიან მეორე ფრონტს ამ ქვეყანაში. საბედნიეროდ ამ სცენარს ხელოვნურად ვერ გავითამაშებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობასა და ქვეყნის არევაზე, თუმცა ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება მათ ამ გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს.

 

„ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს, პირველ რიგში, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლება. ოცნებობს ის ხალხი, ვინც მსგავსი ტექსტები ჩაწერა „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნაში, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.