"მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს..." - პრემიერი აშშ-ში ვიზიტზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს დავიწყეთ ჩვენი ვიზიტი ნიუ-იორკში, სადაც გვექნება გამოსვლა გენერალური ასამბლეის სესიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრებიც.

„დღეს გვქონდა უკვე „მომავლის სამიტის“ ფარგლებში გამოსვლა და ასევე, ამ ვიზიტს გამოვიყენებთ ორმხრივი შეხვედრებისთვის. მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო. ეს ფორმა იქნება მაქსიმალურად ამ ყველაფრისთვის გამოყენებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.