როგორ უნდა მივცეთ ხმა ელექტრონულად - საქართველოში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმიტირებული არჩევნები საქართველოში. დღეს პირველად დაიტესტა ახალი საარჩევნო ტექნოლოგია, რომლითაც 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება. ქვეყნის მასშტაბით 598 იმიტირებულ საარჩევნო უბანზე მოქალაქეებმა ცესკოს წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს კენჭისწრის პროცესთან დაკავშირებით.

კომისიის წევრები უბნებზე მისულ ამომრჩევლებს დეტალურად აცნობდნენ ხმის მიცემის ახალ წესებს. სიახლეა ის, რომ ხმის მისაცემად მისული მოქალაქეები კომისიის წევრთან რეგისტრაციას ელექტრონულად, ვერიფიკაციის სპეციალური მოწყობილობით გაივლიან. ეს აპარატი პირად მონაცემებს ამოწმებს. იმ შემთხევაში კი, თუ ერთიან საარჩევნო სიაში ამომრჩევლის სახელი და გვარი არ იძებნება, ან თუ მოქალაქე გაყალბების მიზნით, მეორედ მივიდა ხმის მისაცემად ან ვადაგასული პირადობის მოწმობა წარადგინა, აპარატი ამას კომისიის წევრებს ხმოვანი შეტყობინებით ამცნობს.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ამომრჩეველს გადაეცემა ბიულეტენი, რომელიც სპეციალურ კონვერტში იქნება მოთავსებული. შეცვლილია ბიულეტენზე არჩევანის გაკეთების წესიც - 2024 წლის არჩევნებში ამომრჩეველი შემოხაზვის ნაცვლად, არჩევანს სასურველი პარტიის გასწვრივ - რგოლის გაფერადებით აფიქსირებს. შემდეგი ეტაპი კი, ბიულეტინის ელექტრონულ ყუთში მოთავსებაა.

ელექტრონული არჩევნების სატესტო რეჟიმში ჩატარება იმ საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც წინა საარჩევნო პერიოდში იმართება, და რომლის მიზანიც, ამომრჩვლების მაქსიმალური ინფორმირებაა.

ელექტრონული წესით ჩატარებული არჩევნები გაცილებით გაამარტივეს არჩევნების დღის პროცედურებს. ის ამომრჩვლებისთვისაც გაცილებით კომფორტული და მარტივია. უბნებზე დღეს მისული მოქალაქეების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, 2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე შესაძლოა ამომრჩევლების უპრეცედენტოდ დიდი აქტიურობა ვიხილოთ.