ვინ არის იოანე ზოსიმე და როგორ გაშიფრა მისი წინასწარმეტყველება ზვიად გამსახურდიამ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს  ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი ინფორმაციას ავრცელებს. წიგნი 1 000 000 - 1 500 000 გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული, ბიძინა ივანიშვილმა მასში 1 250 000 გადაიხადა.

აუქციონზე ქართული ხელნაწერი, სინას მთის კოლექციიდან არამეულ და ქართულ ენებზე იყო წარდგენილი. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე სოზიმეს გადაწერილია. ხელნაწერ წიგნში თავდაპირველ ტექსტზე მოგვიანებით სხვა ტექსტი არის დატანილი. ძველი ნაწერი დასავლური არამეული დიალექტია, რომელზეც ქრისტიანები V-XII საუკუნეებში პალესტინასა და ტრანსიორდანიაში ლაპარაკობდნენ.  X საუკუნეში კი იმავე ფურცლებზე ქართული ტექსტია გადაწერილი, ხუცური ანბანით.

ვინ იყო იოანე ზოსიმე?

იოანე–ზოსიმეს დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია. ყველაზე ადრინდელი ხელნაწერი, რომელიც მას გადაუწერია, 949 წლით თარიღდება. ამის საფუძველზე კორნელი კეკელიძე ვარაუდობს, რომ იოანე X საუკუნის დამდეგს უნდა დაბადებულიყო. იოანე, როგორც ირკვევა, უბრალო ბერი ყოფილა და მღვდლის ხარისხი არ ჰქონია. ამას მოწმობს ის გარემოება, რომ არც ერთ მისსავე ანდერძ–მინაწერში, სადაც მისი თანამშრომლების სახელები და ხარისხებიცაა მითითებული, ის მღვდლად არაა მოხსენიებული. ამიტომ იგი, როგორც ჩანს, თავისუფალი იყო ისეთი საეკლესიო თანამდებობებისაგან, როგორიცაა მოძღვარი, დეკანოზი, მამასახლისი და მთელი თავისი დრო ლიტერატურულ მოღვაწეობას დაუთმო.

იოანე–ზოსიმეს ლიტერატურული მოღვაწეობა პირობითად ორ ნაწილად იყოფა — საბა განწმენდილის ლავრაში (პალესტინა) მოღვაწეობა და სინას მთაზე მოღვაწეობის პერიოდი. ორივე სამონასტრო ცენტრში ქართველ მოღვაწეთა ლიტერატურული ცხოვრების ორგანიზატორი იყო. მას ეკუთვნის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი "საგალობელნი იადგარნი", რომელიც სხვადასხვა ლიტურგიკული ძეგლიდან ამოკრებილ თხზულებათა კრებულია. ასევე მას გადაწერილი აქვს უამრავი სხვადასხვა კრებული, რომელებსაც ყოველთვის ახლავს ცნობების შემცველი რედაქციული შენიშვნები.

მის მიერ საბაწმიდაში შედგენილი კონკრეტულად ეს ლიტურგიკული კრებული ერთ-ერთი ცნობილთაგანია. ამ კრებულში გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ლიტერატურული მასალა, რომელიც იოანეს მიერ კრიტიკულადაა შეფასებული. კრებულის უდიდესი ნაწილი გადაწერილია თვით იოანეს ხელით, ხოლო სხვათა მიერ გადაწერილ ნაწილს ახლავს მისი რედაქტორული შენიშვნები. იოანე-ზოსიმეს წვლილი მიუძღვის ხელნაწერთა დამზადება-გამრავლებაშიც. იგი ცნობილია როგორც ხელნაწერთა „განმაცხოველებელი“, „შემმოსელი“, „მომგებელი“ და ტექსტის „მჩხრეკალი.

კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბერძნული ენის კარგად ცოდნისა, იოანე–ზოსიმე მთარგმნელობას არ მისდევდა. ხელნაწერები, რომლებიც მის მიერ „დაჩხრეკილ“ (გადაწერილ), „შემოსილ“ და შეკვეთილ წიგნებს აღნიშნავენ, არსად მიუთითებენ, რომ მას რაიმე ეთარგმნოს[31]. გადასაწერ ტექსტებში იოანე–ზოსიმე უფრო ბიბლიურ და ლიტურგიკულ ტექსტებზე მუშაობს.

ბერი იოანე ზოსიმე ცნობილია, როგორც ავტორი ტექსტისა: „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. ამ ტექსტის ოთხი ხელნაწერი არსებობს, რომელთაგანაც სამი სინას მთაზე, მეოთხე კი პეტერბურგში, ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ინახება.

ეს საგალობელი იქნმებოდა არაბთა ბატონობის ხანაში, როცა ტაო-კლარჯეთში საფუძველი ეყრებოდა საქართველოს გაერთიანებას ერთი სახელმწიფოებრივი ცენტრით.  ეს საგალობელი მეათე საუკუნის ხელნაწერია. “ქართული ენა, უფლის ენაა, მეორედ მოსვლის შემდეგ ღმერთი ქართულად განიკითხავს.” ასე განმარტეს იგი ქართველმა ენათმეცნიერებმა - მისმა მპოვნელმა ალექსანდრე ცაგარელმა, კორნელი კეკელიძემ და პავლე ინგოროყვამ.

ზვიად გამსახურდიას "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა"-ის შესახებ უდიდესი ნაშრომი აქვს დაწერილი, რომელშიც გაშიფრულია საგალობლის ყველა დეტალი.

"უკანასკნელ წლებში მრავალი მოსაზრება გამოითქვა ძველი ქართული თეოსოფიური მწერლობის ძეგლის „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი„-ს შესახებ. მკვლევარნი სხვადასხვა თვალსაზრისით განიხილავენ ძეგლს, მაგრამ აშკარაა, რომ ისინი სიძნელეთა წინაშე დგანან. მრავალი საკითხი, ძეგლთან დაკავშირებული, კვლავაც ბუნდოვანია და გაურკვეველი. არც ჩვენ გვაქვს პრეტენზია ძეგლთან დაკავშირებული ყველა საჭირბოროტო საკითხისათვის შუქის მოფენისა. ჩვენი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ აზრის გამოთქმა ზოგიერთ პრობლემაზე." - ვკითხულობთ ზვიადის ნამუშევარში.

იოანე-ზოსიმეს „ქებაი“ ეხება არა მხოლოდ ქართულ ენას, როგორც ასეთს, არამედ ქართველ ერს, ქართულ ეთნოსს, მის კულტურულ ისტორიულ მისსიას, როგორც ეს ესმოდათ საქართველოს ეზოტერულ-ქრისტიანულ წრეებში.

ზვიად გამსახურდიას მოსაზრებით იოანე-ზოსიმე წინასწარმეტყველებს რომ: ქართველი ეროვნება, ქართული მოდგმა მიაღწევს მეორედ მოსვლამდე. მხოლოდ ენის მიღწევას კი არ დასჭირდებოდა არავითარი წინასწარმეტყველება.