უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ,სავარაუდოდ უკრაინის შეარაღებული ძალები მასშტაბური სამხედრო ოპერაციისათვის ემზადება

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა ხდება ყირიმის ნახევარკუნძულზე?

სავარაუდოდ უკრაინის შეარაღებული ძალები მასშტაბური სამხედრო ოპერაციისათვის ემზადება, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით…ყირიმის ნახერვაკუნძულის მიმართულებაზე უკრაინის შეარაღებულმა ძალების უპილოტო კამიკაძე დრონებმა მთელი ღამის განმავლობაში განახორციელეს ქერჩის,ევპატორიის, სევასტოპოლის საჰაერო სივრცეში მასშტაბური მანევრები(ამას სარაკეტო დაბომბვები არ მოჰყოლია უკრაინის არმიის მიერ) მანევრები გაგრძელდა დღისითაც, რუსულმა საზენიტო სარაკეტო კომპლექსებმა გარკვეული რაოდენობა უკრაინული დრონების განეიტრალება მოახერხეს, ჩნდება კითხვა რას ემსახურება ამ მასშტაბის დრონების გამოჩენა ყირიმში:

1)უკრაინის არმია უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მტრის ოპერატიულ სიღრმეებში სწავლობს რუსული საჰაერო თავდაცვის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების განთავსების არეალებს, მათ სუსტ მხარეებს, მათი დაფარავისა და მოქმედების სავარაუდო მასშტაბებს, რის შემდგომაც შესაძლებელია ვიხილოთ მასშტაბური საჰაერო ოპერაცია რუსული საჰაერო თავდაცვის გასანეიტრალებლად(რომელსაც მოჰყვება მძალვრი სარაკეტო დაბომბვებიც ) ყირიმის გარკვეულ მიმართულებაზე,ამის შესაძლებლობა აქვს უკრაინას რადგან მას აქვს რადარსაწინააღმდეგო AGM-88 HARM-ის საჰაერო ბაზირების რაკეტები რომლის გაშვება ხდება MIG-29-ის მრავალფუნქციური გამანამადგურებლიდან…

2)მანევრები გახორციელდა მსხვილი რუსული სამხედრო ობიექტების გარშემო, სევასტოპოლში ბელბეკის ავიაბაზასა და შავი ზღვის ფლოტის შტაბზე(კადრებში ჩამს უკრაინული PD-1 კამიკაძე დრონი რომელმაც ფლოტის შტაბთან აფეთქდა) ასევე ევპატორიაში სამხედრო ობიექტებზე, ბახჩისარაიზე რუსულ ავიაბაზაზე, ქერჩის რაიონში ყირიმის ხიდის სიახლოვეს, მოუხედავად იმისა რომ რუსულმა საჰაერო თავდაცვამ უმრავლესობა დრონების განეიტრალება მოახერხა, თუმცა დაფიქსირდა აფეთქებები კამიკაძე დრონების სამიზნეებზე შეჯახების შედეგად…

3) შესაძლოა უკრაინის არმია ახდენს ყურადღების გადატანას, ხოლო მასშტაბურ დაბომბვების განხორციელებს ფრონტის სხვა მიმართულებაზე, ყოველშემთხვევაში უახლოეს დღეებში უკრაინის არმია მოაწყობს მძალვრ სარაკეტო დაბომბვების ფროტნის რომელიმე მიმართულებაზე(შესაძლოა ეს იყოს ყირიმის ხიდი ამ სხვა რომელიმე მსხვილი სამხედრო ობიექტი) და უპილოტო დრონების მასშტაბური მანევრები ერთიანი დიდი გეგმის ნაწილია…

4) გარდა სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულებისა დიდი რაოდენობით დრონების ყირიმში გამოჩენას აქვს ფსიქოლოგიური ფაქტორი(ყირიმს ტოვენს რუსეთის მოქალაქეები), ყირიმში უკრაინის არმიის მოქმედებები იმდენად მოულოდნელია რუსეთის გენშტაბისათვის რომ შესაძლოა ითქვას ფრონტის სხვა მიმართულებებზე(ბახმუტი-ავდეევკა, სლავიანსკი-კრამატორსკი, იზიუმი) სახმელეთო შეტევების ინტენსივობამაც იკლო…

საოკუპაციო ძალების მხრიდან ამ მანევრებს საპასუხოდ მასშტაბური სარაკეტო დაბომბვები მოჰყვა დნპერის ზაპოროჟიისა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების გამოყემებით მოხერხდა 4 ერთეული რუსული Kalibr-ის ფრთოსანი რაკეტების განეიტრალება/გადაჭერა დნეპრის მიმართულებაზე, სავარაუდოდ რუსების მხრიდან სარაკეტო დაბომბვები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება…

20 აგვისტოს დილით უკრაინის არმიამ HIMARS\M270\MARS II-ების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით GMLRS-ის სხვადასხვა მოდფიკაციის GPS-ით მართვადი რაკეტებით დაბომბა მელიტოპოლის სამხედრო ავიაბაზა და ნოვა კახოვკაში რუსული სამხედრო ობიექტები, საოკუპაციო ძალების დანაკარგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება…

დიდება გმირებს!