„ეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაა“ - ამირან სალუქვაძე ფარული ჩანაწერების სკანდალზე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 

„საქმე მასშტაბურ, წინასაარჩევნო მანიპულაციებთან გვაქვს!“

 

 საარჩევნო კამპანია საქართველოში კვლავ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების ფონზე მიმდინარეობს - რამდენიმე დღის წინ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღია ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნდა ჩანაწერები, რომლებიც ინკოგნიტო გამავრცელებლის მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ ოპერატიულ მასალებს შეიცავს.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 58 000 ფაილზე, რომლებიც, სავარაუდოდ, საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების საქმიანობასა და პირად ცხოვრებას ეხება. ვის აწყობდა წინასაარჩევნოდ მსგავსი ჩანაწერების გავრცელება? - „ვერსია“ ექსპერტსა და ანალიტიკოსს, ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

 ინასაარჩევნოდ, ასეთი სიბინძურის გამოტანა ხელისუფლების წინააღმდეგ აწყობ ოპონენტებს. როცა ხელისუფლების კანდიდატები მათ მიერ გაკეთებულ საქმეებზე ან სამომავლო გეგმებზე საუბრობენ, ამას უთვლიან ამომრჩევლის გულისმოგებად, რაც აბსურდია. იმას კი, რასაც თავად ტირაჟირებენ არჩევნების წინ (როგორც ჩანს, თვეები ინახავდნენ და არჩევნების წინ გამოაქვეყნეს), ამას არ თვლიან ამომრჩეველზე ზემოქმედებად. სეთი სიბინძურის გარეშე, უკვე მერამდენე წელია, ოპოზიციას არჩევნების ჩატარება არ შეუძლია.

ნოუდენის მაგალითს გავიხსენებ, რომლის მიერ გავრცელებული ინფორმაციები მთელი მსოფლიოსთვის გაცილებით შოკისმომგვრელი იყო. ის, რომ სპეცსამსახურები გარკვეულ პირებს უსმენენ ყველა ქვეყანაში, ამამიჩვეულია საზოგადოება და როცა ხარ საჯარო პირი, უნდა ფიქრობდე, რომ შესაძლოა, არა მხოლოდ შენი ქვეყნის, არამედ, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიც გისმენდნენ, განსაკუთრებით თანამედროვე, ციფრულ სამყაროში. მინდა, სწორად გაიგოს მკითხველმა, ასაუბარი არ არის შესაძლო მოსმენების გამართლებაზე, ვსაუბრობ სიფრთხილეზე.

წინა ხელისუფლებამ ქვეყანაში შემოიყვანა რუსული კომპანია ბილაინი, რომელიც თავადაც აღიარებ, რომ თანამშრომლობ საკუთარი ქვეყნის ანუ რუსეთის სპეცსამსახურებთან. შესაბამისად, სავარაუდოდ, ამ ქსელის მომხმარებლები მუდმივად მიყურადების ქვეშ არიან“, - ამბობს სალუქვაძე.

ამირან სალუქვაძის თქმითვე, დასადგენია, რა პროცენტია გავრცელებულ ინფორმაციებში ავთენტური და რა - მოგონილი:

ეს აუცილებელია, რადგან ვხედავთ მანიპულაციებს. მაგალითად, როცა წამყვანი ამბობს, მათნაირი არ ვარ და ვინაობას არ დავასახელებო, არადა, გადის რამდენიმე ამი და იწყებს შინაარსის მოყოლას, სახლებში მივარდნებს, ვინაობების გაჟღერებას... ამიტომ, მათ მიმართ ნდობა არ მაქვს.

სალუქვაძის თქმით, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, როგორ იყენებენ ამ ჩანაწერებს სპეცსამსახურები და იყენებენ თუ არა მოსახლეობის წინააღმდეგ:

ძალიან ცდილობს ოპოზიცია, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინასთან გააიგივო. ესაა მისი პოლიტიკური მიზანი, რათა არჩევნების შედეგებზე მოახდინოზეგავლენა და თავადაც უკვირ, ასეთი ამბები გავავრცელე და მოსახლეობა არ ინძრევაო. არც გაინძრევა მოსახლეობა იმიტომ, რომ ამ სიბინძურეს ავრცელებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოსახლეობისთვის მიუღებელია. მოსახლეობას არ აქვს განცდა, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს.

რაღაც ნიუანსებზე დაყრდნობით, მაქვს მაღალი ალბათობით ეჭვი, რომ ვინც დღეს ამას აქტირად ავრცელებს, თავადე ატვირთ. ჩატარდება გამოძიება და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი დეტალი გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ჯერ უნდა დადგინდეს, ეს შეესაბამება თუ არა სიმართლეს და შემდეგ გასარკვევია, ვის ჰქონდა ამ ინფორმაციებთან დაშვება და წვდომა. წრე ძალიან ვიწროა. დაადგენს ამას გამოძიება, გვესმის, რომ ოპოზიციას არჩევნებამდე უნდა ამ სკანდალით მაქსიმალური დივიდენდების მიღება, მაგრამ ერთ დღეში, ასეთი გამოძიების ჩატარება შეუძლებელია, თუმცა რაღაც ნიუანსები, შეიძლება, არჩევნებამდეც გავიგოთ, რაც ხელისუფლების და სპეცსამსახურების ინტერესებშია, რთა ჩაიხსნას ამ თემის პოლიტიკური შემადგენელი.

ამირან სალუქვაძე აღნიშნული ჩანაწერებისა და მათში არსებული პირადი მონაცემების გავრცელებაზეც საუბრობს:

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ეს ჩანაწერები ხელიდან ხელში გადადის, ვინც ყველაფერ ამას ავრცელებს, ამბ, ეს მასალა ისევაა ატვირთული ინტერნეტში ანუ დღეს თუ ეს ჩანაწერები ხელიდან ხელში გადადის, თითქოს, მათი ბრალი კი არაა, არამედ, ინტერნეტიდან მოპოვებული მასალებია. არადა, თავად ახდენენ ამ ყვეაფრის ტირაჟირებას. თუ უკანონო ჩანაწერები კეთდება, ე.ი. ეს დანაშაულია, რადგან ყველა მოსმენას არეგულირებს კანონი. მეორე მხარეა მისი გამოყენება, რაც მორალსაც უკავშირდება და კანონსაც.

 როცა პირადი ხასიათის ინფორმაციას გიგზავნიან, უბრალოდ, არ უნდა გახსნა და არ უნდა გაავრცელო. ეს მორალის ამბავია. არ მაინტერესებს, ვინ ვის ელაპარაკა და ვის ვისთან რა ურთიერთობა აქვს. საინტერესოა, როგორ იყენებენ ყველაფერ ამას და თუ აქვს მოსახლეობას იმის განცდა, რომ მოქმედი ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობაზე უარესია, არჩევნებზე გასცემს პასუხს. თუ ეს ასე არაა, ვიხილავთ ოპოზიციისთვის სავალალო შედეგებს.

რაც შეეხება ტირაჟირებას, პირადი ინფორმაციის შემცველი მასალების გავრცელება და ამ აჟიოტაჟის დროს ვინაობის დასახელება ან მინიშნება არა თუ ამორალურია, არამედ, ეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაა! სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, გაცილებით მძიმეა იმ აჟიოტაჟის ტირაჟირება, რაც ახლა ხდება, რაზეც მორალურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან! დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ფიქრობს ჩემსავით და იმიტომაც ვერ აღწევენ პოლიტიკურ მიზანს. საქართველოში თუკი ვინმემ დაიწყო მასშტაბური მოსმენები, ეს იყო ნაციონალური მოძრაობა. ამ ინფორმაციებს მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდნენ და ეს განცდა იყო საზოგადოებაში. ყველას კარგად ახსოვს განცდა, როცა ბებია შვილიშვილ ვერ ესაუბრებოდა ტელეფონით. კარტოფილის საყიდლად რომ მიდიოდა ვინმე ბაზარში, მასაც კი არა ამბობდა ტელეფონით საუბრისას. ძალიან უნდათ, იგივე განცდა შექმნან, მაგრამ ეს არ გამოუვათ“.

სალუქვაძე, ამ საკითხზე, საპატრიარქოს პოზიციასაც ეხმაურება:

საპატრიარქომ გააკეთა განცხადება ამ საკითხზე და ის, რომ ეკლესიის წინააღმდეგაა ძირითადად მიმართული ეს პროცესი, მგონია, ამას ყველა ხედავს, თუმცა ამით ვერ დაამარცხებენ ეკლესიას.

ექსპერტ-ანალიტიკოსი ციფრების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ გასარკვევია, ერთი ფაილი მხოლოდ ერთ ინფორმაციას გულისხმობს, თუ რამდენიმეს:

მე აღვიქვამ, რომ ეს არის 58 000 აუდიო ჩანაწერი, გადატანილი ტექსტად, თუმცა ეს არ ვიცით. ამ ციფრის მუდმივად ტირაჟირება იმის მცდელობა, რომ ყველას მასობრივად უსმენენ. მარტივი არითმეტიკაა, თუ, პირობითად, უსმენენ 100 ადამიანს და თუ თითომ, დღეში თითო ზარი გააკეთა, ეს 100 აუდიო ფაილია. თუ თითომ, დღეში რამდენიმე, მაგალითად, 100 ზარი გააკეთა, 10 000 ფაილს მივიღებთ. 100 ადამიანს 3-4 კვირა თუ მოუსმენ, 58 000 ფაილიც მოგროვდება და მეტიც. საქართველოში,  მობილური ტელეფონის 2 მილიონი მომხმარებელია. თუ თითოელი მათგანის თითო ზარს მოუსმენენ და შეინახავენ, 2 მილიონი ფაილი იქნება. თუ 2 მილიონს რამდენიმე კვირას მოუსმენენ, მივიღებთ რამდენიმე ასეულ მილიონ ფაილს. ამიტომ, მასობრივად უსმენენ თუ არა, კანონიერია და იყენებენ თუ არა მოსახლეობის წინააღმდეგ, გამოძიება დაადგენს. რჩება შთაბეჭდილება, რომ მანიპულაციებს აქვს ადგილი.

პირადად მე, როგორც ინფორმაციის მომხმარებელს, არ მჭირდება, როცა ერთჯერადად გასავრცელებელ ინფორმაციას საღეჭ რეზინად ასაღებენ და მთელი თვეა, თავზე გვახვევენ. მოაზროვნე ადამიანები გააკეთებენ დასკვნებს.

რაც ზემოთ აღვწერე, არ ნიშნავს უკანონო მოსმენების გამართლებას. სადაც კანონი დაირღვა, იქ პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ამავდროულად, უნდა დადგინდეს, სადაა სიმართლე, სად - სიცრუე, სად - მანიპულაციები და შემდეგ ვიმსჯელოთ. ეჭვი მაქვს, გარკვეულ სიმართლეზე დაყრდნობით, რომ მასშტაბურ წინასაარჩევნო მანიპულაციებთან გვაქვს საქმე!“