შერმადინი 5 მილიონად დაფასდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ მადრიდშია, სადაც 11 თებერვალს ესპანეთის სამეფო თასის გათამაშება აიღებს სტარტს. პირველ შეხვედრაში გიორგის გუნდი „სან პაბლო ბურგოსს“ ეთამაშებიან, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, ტედ მაკფადენი იცავს.

მანამდე კი,  ესპანური საკალათბურთო ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც კომენტარებში ქომაგებს ლიგა ენდესას სიმბოლური ხუთეულის დასახელება შეუძლიათ. ამისთვის პირობითად 15 მილიონი ევროა გამოყოფილი, რჩეულ კალათბურთელებს კი შესაბამისი ფასი აქვთ მინიჭებული. ყველაზე ძვირად , ანუ 5 მილიონ ევროდ 5 მოთამაშეა შეფასებული და მათ შორის გიორგი შერმადინიცაა. საუკეთესოებში ნიკოლა მიროტიჩი („ბარსელონა“), ვალტერ ტავარეში („რეალი“), როკას გიედრაიტისი („ლიეტუვა“) და ბოიან დუბლევიჩი („ვალენსია“) არიან. ზოგადად, შერმადინი ესპანურ ლიგაში ერთ-ერთ გამორჩეულ კალათბურთელად ითვლება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ ახლა უდგას.