126 ახალი სტატია

ნეიმარის საიდუმლო წვეულება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საშობაო არდადეგების გატარებას, ცნობილი ვარსკვლავებიც კი საკუთარ სახლში ცდილობენ. ამიტომ, არავის გაკვირვებია, როცა ბრაზილიელმა ნეიმარმა „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელობას სამშობლოში გაშვება სთხოვა. აბა, რა გასაკვირია, წელიწადში ლამის 100 მილიონის მშოვნელ ფეხბურთელს ბრაზილიაში 10 მილიონ დოლარად შეფასებული ვილა რომ ჰქონდეს. ჰოდა, ეს ვილა ახლა მთელი ბრაზილიის ყურადღების ცენტრშია. შინ დაბრუნებული ნეიმარი ოჯახის წევრებს შეხვდა, სამახსოვრო ფოტო გადაიღო და...
„მის სახლში 500 სტუმარია, რომლებიც ვილის ახლო-მახლო სასტუმროებში არიან განთავსებული. ისინი ნეიმარმა დაჯავშნა და წვეულება 5 დღის განმავლობაში გრძელდება. ერთადერთი მოთხოვნა, რაც ნეიმარს სტუმრებთან აქვს, მობილური ტელეფონის გარეთ დატოვებაა. რა ხდება შიგნით, ვერავინ იღებს, თუმცა 500 კაცი და ასეულ ათასი დოლარის სასმელი მოწყენის საშუალებას, ალბათ, არავის მისცემს“, - წერს ბრაზილიური პრესა.
ფეხბურთელის ვილას ასამდე დაქირავებული სამართალდამცავი იცავს და შესაბამისად, შიგნით ჯერ ვერც ჟურნალისტებმა შეაღწიეს.