კვარაცხელიას მეგა პერფორმანსი "იუვენტუსთან" და მისი გულშემატკივრები

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 5:1 დაამარცხა. ნაპოლის ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ტურინის იუვენტუსს გოლი გაუტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა. Eurosport-მა „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. გამოცემა ფეხბურთელებს ათქულიანი სისტემით აფასებს - კვარაცხელიამ, ისივე როგორც მისმა ნიგერიელმა თანაგუნდელმა, ვიქტორ ოსიმჰენმა, 9-ქულიანი შეფასება მიიღეს. მარადონას სტადიონზე უამრავი ქართველი ჩავიდა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ. კვარამ შესანიშნავი თამაში აჩვენა მის გულშემატკივრებს. "იუვენტუსის" გუნდი "ნაპოლიმ" გაანადგურა.