22 წლის ჩეხი სტუდენტი, მარტინ პოდაიკი არაფრით გამორჩეული გახლდათ. მისი საყვარელი საქმიანობა სწავლა და კომპიუტერში ფეხბურთის თამაში იყო, რაც ურიგოდ არ გამოსდიოდა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, მარტინმა მამას განუცხადა, რომ ოცნება აქვს, მოედანზე გავიდეს და ნამდვილი ფეხბურთი ითამაშოს, ოღონდ ნამდვილ, პროფესიულ კლუბში, პროფესიონალი ფეხბურთელის სტატუსით.
მამამ, რომელსაც საკმაო ფული აქვს, ჩეხეთის მესამე ლიგაში მოძებნა კლუბი „უსტი ნად ლაბემი“, მის პრეზიდენტს ესაუბრა, ნახევარი მილიონი კრონი (დაახლოებით, 17 500 ევრო) გადაუხადა და მის შვილთან კონტრაქტი გააფორმებინა. ბიჭი გუნდთან ერთად არ ემზადება (ამის შესაძლებლობას სხეულის ფორმები არ აძლევს), ის უბრალოდ თამაშებზე მივა და იმ შემთხვევაში, თუ გუნდი 2-3 ბურთიანი უპირატესობით იქნება წინ (რაც აუცილებლად მოხდება), პოდაიკი მოედანზე შევა.
„ჩვენ სპონსორი არ გვყავს და თუ ვინმეს სურს, რომ ჩვენი მაისურით ითამაშოს, იცის, რამდენის გადახდა მოუწევს“, - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
კონტრაქტი მსუქან ბიჭთან ანუ როცა ფული გაქვს...
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი