სრული სიგიჟე - მესის სეზონში 500 მილიონს სთავაზობენ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღევანდელი რეალობა ასეთია - მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ გახლავთ, რომელიც არაბულ „ალ ნასრში“ თამაშობს და ჯამაგირის სახით, გადასახადების გადახდის შემდეგ, წლიურად 173 მილიონი ევრო რჩება. მთლიანად, პორტუგალიელის ხელფასი 200 მილიონია, თუმცა 27 მილიონი გადასახადებში მიდის.

ჰოდა, „ალ ნასრის“ კონკურენტის, „ალ ჰილალის“ მფლობელებმა გადაწყვიტეს, ლიონელ მესი გადაიბირონ. არგენტინელს „პარ სენ ჟერმენთან“ მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და მის გაგრძელებას აღარ აპირებს. იყო საუბარი, რომ ლეოს კვლავ „ბარსელონაში“ სურდა დაბრუნება, მაგრამ სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალიან, ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს. საქმე ის გახლავთ, რომ „ალ ჰილალი“ მზადაა, მესის წლიურად 500 მილიონი ევრო ანუ ნახევარი მილიარდი გადაუხადოს და რაც მთავარია, მასთან კონტრაქტი 2+1 წლის სისტემით გააფორმოს ანუ ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ორ წელიწადში, ლეო მილიარდს მიიღებს. სეზონის ბოლომდე არც ისე ბევრია დარჩენილი და მალე გავიგებთ, ეს სიგიჟე რეალობასთან რამდენად ახლოსაა. საჭირო მხოლოდ მესის თანხმობაა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე