„მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელი ფორვარდი, ერლინ ჰოლანდი სასწაულებს სჩადის. აგერ, ინგლისის პრემიერლიგის ახალ სეზონში, ჯერ მხოლოდ 3 ტური ჩატარდა და მას უკვე 7 გოლი აქვს გატანილი. ზოგადად კი, „სიტის“ მაისურით გამართულ 102 შეხვედრაში, ჰოლანდმა მეტოქეეთა კარი 97-ჯერ აიღო და ზედ 14 საგოლე გადაცემაც გააკეთა, რაც ფენომენალური შედეგია. ჰოდა, ძალიან მარტივია იმის გათვლა, რომ მანჩესტერელებს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ და ერლინგიც თანახმაა კლუბში დარჩეს, თუმცა ერთი პირობით.
„დიახ, მე აქ დარჩენა მსურს და კარიერის ბოლომდე აქ სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ არსებობს ერთი გამონაკლისი. თუ ახალ კონტრაქტს გავაფორმებ, იქ უნდა ჩაიწეროს, რომ წასვლის უფლება მექნება იმ შემთხვევაში, თუ ჩემს შეძენას მადრიდის „რეალი“ გადაწყვეტს. დიახ, სამეფო გუნდი ერთადერთია, რის გამოც აქაურობას შეველევი“, - განაცხადა ჰოლანდმა და ინგლისური მხარეც მზად არის, კონტრაქტში ეს მუხლი შეიტანოს და ნორვეგიელის გამოსასყიდ თანხად „რეალს“... 250 მილიონი ევრო ჩაუწეროს.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
ჰოლანდი „სიტიში“ რჩება, მაგრამ... „რეალში“ უნდა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი