იმის მიუხედავად, რომ თურქული „ტრაბზონსპორის“ ხელმძღვანელებმა გუნდში სერიოზული ინვესტიცია განახორციელეს, კლუბმა ახალი სეზონი მაინც ცუდად დაიწყო. საწყის ორ ტურში, ტრაბზონელებმა ორი ფრე ითამაშეს და გოლის გატანა ვერ მოახერხეს. შესაბამისად, კლუბის შეფობა მოცდას აღარ აპირებს და მთავარ მწვრთნელად ლეგენდარული შენოლ გიუნეში მიჰყავს. ეს კაცი თურქულ ფეხბურთში დიდად ცნობილი და დაფასებულია, „ტრაბზონს“ მაშინაც წვრთნიდა, როცა იქ ძმები არველაძეები თამაშობდნენ, მერე თურქეთის ნაკრებსაც გაუძღვა. მოკლედ, „ტრაბზონსპორში“ გიუნეშის ეპოქა ახლიდან იწყება, თუმცა...
„გიუნეშს სურს, რომ მისი ყოფილი შეგირდი, შოთა არველაძე ახლა კლუბის სპორტული დირექტორი გახდეს და ახალი ფეხბურთელების მოძიებაში დაეხმაროს. ამიტომ, ახალ მწვრთნელთან ერთად, კლუბში ახალ სპორტულ დირექტორსაც წარადგენენ და ის შოთა არველაძე იქნება“, - წერს თურქული მედია.
შეგახსენებთ, რომ შოთა „ტრაბზონში“ 1993-97 წლებში თამაშობდა და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 94 შეხვედრაში, 61 გოლი გაიტანა, მერე კი, „აიაქსში“ გადავიდა და... იქ უკვე, ამსტერდამული კლუბის ლეგენდების სიაში ჩაეწერა.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
არველაძე „ტრაბზონში“ ბრუნდება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი