ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრები კლუბს დაუპირისპირდნენ

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა და კონფერენს-ლიგაზე გადაერთ, რომელსაც ასევე დიდი ალბათობით დაემშვიდობება, რადგან პირველ შეხვედრაში პოლონურ „ლეხთან“ ბათმლებმა 0:5 წააგეს. ამის მიუხედავად, გულშემატკივარი აჭარულ კლუბს გვერდში უდგას და ამხნევებს, თუმცა მათ ახალი ტრანსფერი არ მოეწონათ. გულშემატკივრებმა ოფიციალური წერილიც კი გაავრცელეს და მოითხოვენ, რომ „დინამომ“ კლუბის ახალ ფეხბურთელ პაატა ღუდუშაურთან გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმოს და ის გუნდიდან გაუშვას. ღუდუშაური აჭარლებმა რამდენიმე დღის წინ გორის „დილადან“ იყიდეს და მის სანაცვლოდ 120 ათასი დოლარიც გადაიხადეს.

„პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელის დამატება გუნდის შეურაცხყოფაა. მოვითხოვთ, „დინამომ“ პაატა ღუდუშაური გუნდიდან გაუშვას“,-ნათქვამია განცხადებაში. ღუდუშაურს ბრალი გარიგებული მატჩების ორგანიზებაში 2019 წელს დასდეს და მას სამუდამო დისკვალიფიკაციაც მისცეს, ის დააკავეს კიდეც, თმცა შემდეგ პროკურატურამ მას ბრალი მოუხსნა, სადისციპლინო კომიტეტის განაჩენიც გადაიხედა და ის ფეხბურთს დაუბრუნდა.