ბეილი ამერიკაში ითამაშებს

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2013 წლის 1 სექტემბერს, მადრიდის „რეალმა“ „ტოტენჰემს“ უელსელი შემტევის, გარეთ ბეილის სანაცვლოდ, 100 მილიონი ევრო გადაუხადა და ეს იმ დროს ფეხბურთის ისტორიაში უძვირესი ტრანსფერი იყო. ყველაას ეგონა, რომ ბეილი იმაზე უკეთ ითამაშებდა, ვიდრე ამას „ტოტენჰემში“ აკეთებდა, რადგან „სამეფო გუნდში“ უკეთესი თანაგუნდელები ეყოლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მან იმედები ვერ გაამართლა და იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულება ერთხელ გაუგრძელეს, ახლა, როცა კონტრაქტი ამოეწურა, გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვეს.

წესითა და რიგით, ბეილის უფასოდ ხელში ჩაგდების სურვილი ბევრ კლუბს უნდა გასჩენოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ 100 მილიონად გაყიდული ფეხბურთელი ევროპაში არავის უნდა. არადა, ბეილი 32 წლისაა, უელსის ნაკრებს კაპიტნობს და წელს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ძალიან უნდა. სწორედ ამიტომ, მან სასწრაფო წესით, კონტრაქტი ამერიკულ „ლოს ანჯელესთან“ გააფორმა და კარიერას ოკეანის გაღმა გააგრძელებს. „ლოს ანჯელესში“ გადასვლის სანაცვლოდ, ბეილმა მუდმივი სათამაშო პრაქტიკის გარანტია და რაც მთავარია, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებში მოხვედრის შესაძლებლობა მიიღო. მთავარი მწვრთნელის მოთხოვნა სწორედ ეს გახლდათ, რომ ბეილს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა უნდა ჰქონოდა და ამერიკაში ეს ნამდვილად ექნება.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე