ბრძოლა ბრძოლამდე - თოფურიას მეტოქე ცნობილია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

UFC-ს ქართველი მეებრძოლი ილია თოფურია ოქტაგონს 22 იანვარს დაუბრუნდება, მისი და ინგუში მოვსარ ევლოევის შეხვედრა ოფიციალურად ჩაინიშნა, რასაც ქართველმა სოციალურ ქსელში განცხადება მოაყოლა და დაწერა, რომ მისი აზრით, ბრძოლა პირვლივე რაუნდში ნოკაუტით და მისი გამარჯვებით დასრულდება. თოფურიას საბრძოლო სამყარო „ელ მატადორის“ სახელით იცნობს. ჰოდა...

„იოცნებე. „მატადორი“ კი არა, წითელი ტილო ხარ, რომლითაც ოქტაგონის გავწმენდ“,-ასეთი იყო ევლოევის პასუხი.

„ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობიდან გამომდინარე არ მსურდა ასე მომხდარიყო, მაგრამ შენ ყველა ზღვარი გადაკვეთე“,-დაწერა ილიამ პასუხად და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დაძაბული იქნება.