21 წლის ბიჭი, რომელიც 100 მილიონად უკვე დაფასდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როცა 2020 წლის ზაფხულში, იტალიურმა „ნაპოლიმ“ ფრანგულ „ლილს“ ნიგერიელი ფორვარდის, 21 წლის ვიქტორ ოსიმჰენის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაუხადა, ყველა ფიქრობდა, რომ აპენინელებმა ფული წყალში გადაყარეს. მართლაც, გასული სეზონი ვიქტორმა შთამბეჭდავად ნამდვილად ვერ ჩაატარა, თუმცა მიმდინარე სეზონში აიწყვიტა და 10 გამართულ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ჰოდა, ამ ბიჭით დაინტერესება მიუნხენის „ბაიერნმა“ გამოთქვა, რომელიც რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს ეძებს. პოლონელი გოლების მანქქანას კლუბთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და ჯერჯერობით მის გახანგრძლივებაზე გერმანელები კრინტს არ ძრავენ. ეს იმის მიუხედავად, რომ რობერტი პრაქტიკულად ყოველ შეხვედრაში გოლს იტანს, თუმცა ასაკი თავისას შვრება და დღეისათვის 33 წლის ფორვარდზე, „ბაიერნი“ გრძელვადიან გათვლას არ აკეთებს.

რაც შეეხება ოსიმჰენს, მიუნხენელები მზად არიან მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადონ და ნიგერიელი ბავარიის გზას მომავალ სეზონშივე გაუყენონ, თუმცცა, თუ ვიქტორმა გოლების გატანა ამ ტემპით განაგრძო, მისი ფასი მინიმუმ 140 მილიონი, ანუ ორმაგი იქქნება.