24 აგვისტოს პარაოლიმპიადა იწყება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ასპარეზი პარაოლიმპიელებს დაეთმობათ. ტურნირი 24 აგვისტოს, ტოკიოში საზეიმოდ გაიხსნება და 6 სექტემბრამდე გასტანს. ქართველთაგან, იაპონიაში, 14 სპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორის, ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი ზვიად გოგოჭურია, ვინც რიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიგო. პირველად მოხდა,რომ სპორტის ერთ სახეობაში გამოვა და-ძმა – გიორგი და ინა ქალდანები, ისინი ძიუდოისტები არიან. რაღა თქმა უნდა, მედლისთვის იბრძოლებს ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი, რომელიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და მსოფლიო თასის 18-გზის გამარჯვებული გახლავთ. რაც შეეხება დელეგაციას, საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრები ასე გამოიყურება:

ეტლით ფარიკაობა – ირმა ხეცურიანი, ნინო თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი;

პარაძიუდო – ზურაბ ზურაბიანი (-60კგ.), გიორგი გამჯაშვილი (-66კგ.), გიორგი ქალდანი (-73კგ.), ზვიად გოგოჭური (-100კგ.), რევაზ ჩიკოიძე (+100კგ.), ინა ქალდანი (-70კგ.);

წოლჭიმი – აჰმად რაზმ აზარი (80), აკაკი ჯინჭარაძე (107);

პარაცურვა – ნიკა თვაური;

პარამძლეოსნობა – დავით ქავთარაძე;

პარასროლა – ლადო ჭინჭარაული.