სტიქიის გამო მძიმე მდგომარეობა გურიის რამდენიმე სოფელში, გოგორეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა გზები, გაზის მილები, სხვა ინფრასტრუქტირა, დანგრეული და დაზიანებულია საცხოვერებელი სახლები.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც მეწყერმა სახლები დაანგრია.
როგორც შსს აცხადებს, ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.
„გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი.
ასევე, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა.
სტიქიის ადგილზე მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები.
ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.
მაშველების მიერ მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, სოფელი ჯუმათიდან, დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელი სუფსიდან 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია.
ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი და 2 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მყოფი მოქალაქეებისთვის ეტაპობრივად იგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები.“ - ნათქვამია განცხადებაში
ოზურგეთში განვითარებულ სტიქიასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერი ინფორმაციას აქვეყნებს.
"განვაგრძობთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას სტიქიის ზონაში. ადგილზე ჩვენთან ერთად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.
☎️ მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი: 577 601 304 "
წვიმამ პრობლემები შექმნა ქობულეთში, მერიაში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც დატბორვა გამოიწვია.
"მერიის შესაბამისი სამსახურები, სხვადასხვა უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს.
სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყერული პროცესები", - წერია განცხადებაში.
სტიქია დასავლეთ საქართველოში - რა მდგომარეობაა სტიქიის ზონაში
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი