გაზეთი, რომელიც რეცეპტის გამოქვეყნებისთვის დააჯარიმეს

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გაზეთი რეცეპტისთვის დააჯარიმეს churros ჩილეს გაზეთი La Tercera, რომელმაც „ფეთქებადი ჩუროსის“ რეცეპტი გამოაქვეყნა, დაზარალებულ მკითხველებს 125 ათასი დოლარის კომპენსაციას გადაუხდის. ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ 13 მკითხველის სარჩელი განიხილა, რომელთაც გაზეთში გამოქვეყნებული რეცეპტის მიხედვით, კერძის მომზადება გადაწყვიტეს და დამწვრობა მიიღეს. ჩუროსის რეცეპტი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, გამოცემამ რამდენიმე წლის წინ გამოაქვეყნა. ჩილეს საავადმყოფოებს დამწვარმა ადამიანებმა მიაკითხეს, რომელთაც ტკბილი მოხარშული ცომის ფრიტიურში მომზადება სცადეს. 11 ქალისა და 2 მამაკაცის საქმის განხილვისას, სასამართლომ დაასკვნა, რომ რეცეპტის დაბეჭდვამდე, გაზეთის რედაქციამ ის არ შეამოწმა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, თუ ამ რეცეპტს ზუსტად მიჰყვებით, დიდია ალბათობა, რომ ადუღებულ ზეთში ჩაშვებისას, ცომი „აფეთქდეს“