„ჯოკონდასთან“ „სიახლოვე“ აუქციონზე გაიყიდა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პარიზის სახელგანთქმულმა მუზეუმმა - ლუვრმა, christie’s-ის აუქციონზე გაყიდა შესაძლებლობა, რომლითაც ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ დამცავი შუშის გარეშე დაათვალიერებთ. ონლაინ-ვაჭრობაზე, ანონიმურმა მონაწილემ ეს უფლება 98 ათას დოლარად შეიძინა. ორი წლის განმავლობაში, ის ყოველთვის შეძლებს დაესწროს მხატვრის ამ შედევრის ყოველწლიურ დათვალიერებას. ამ დროს, ტყვიაგამტარი შუშიდან ტილოს საკონტროლო შემოწმებისთვის იღებენ.
ადრე, ამ საკრალურ პროცესს უცხო ადამიანი არასდროს დასწრებია. ლოტის საწყისი ფასი 11 ათასი დოლარი იყო. ლუვრის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შემოსული თანხა მუზეუმის განვითარებას, მათ შორის, ლუვრთან საგანმანათლებლო ცენტრის შექმნას მოხმარდება. „ჯოკონდასთან დაახლოების“ გარდა, აუქციონზე გაიყიდა პერსონალური ექსკურსია მუზეუმში მის დირექტორთან, ჟან-ლუკ მარტინესთან ერთად, ასევე, ღამის ექსკურსია ჩირაღდნების შუქზე. ორივე ლოტი 46 ათას დოლარად შეიძინეს.