რატომ ვერ უვლის საპატრიარქო მის საკუთრებაში არსებულ ტაძარს

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

SOS! - გაჭვარტლულ-გამურული ინტერიერი, ცენტრალური სარკმლის დაზიანებული ფასადი და თუნუქის თეთრი, შეუფერებელი სახურავი სამთავროს ტაძარში

სამთავროს ტაძარი მცხეთის შუაგულში მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, ამ ადგილას მთავრის სამყოფელი ყოფილა, სწორედ აქედან მოდის მისი სახელწოდება - „სამთავრო“. ტაძარში დასაფლავებულია პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და ნანა დედოფალი, ხოლო 1811 წლიდან, დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. საუკუნეების განმავლობაში, დიდი ყურადღება ექცეოდა მცხეთაში არსებულ ყველა კულტურულ ძეგლს, მათ შორის, სამთავროს ტაძარსაც, მაგრამ ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა სხვა რამეზე მეტყველებს.

რამდენიმე დღის წინ, დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ, სოციალურ ქსელში გაავრცელა სამთავროს ეკლესიის მძიმე ფოტოები, რის შემდეგაც „ვერსია“ დაუკავშირდა მას. უფრო კონკრეტულად ავახსნევინეთ, თუ რა პრობლემების წინაშე დგას ამჟამად ტაძარი. ჩვენთან საუბრისას, დეკანოზმა სამი ძირითადი საკითხი გამოჰყო: ინტერიერის კატასტროფული გაჭვარტლვა-გამურვა, დასავლეთ ცენტრალური სარკმლის დაზიანებული ფასადი და სახურავი, რომელიც სრულიად შეუფერებელია და ამახინჯებს იერსახეს.

„სამთავროს ტაძრის პრობლემებიდან, ჩემი დაკვირვებით, გამოსაყოფია სამი მთავარი პრობლება: ინტერიერის კატასტროფული გაჭვარტლვა-გამურვა, პარაფინის სანთლების მასობრივი გამოყენების შედეგად. ტურისტული და პილიგრიმული თვალსაზრისით, სამთავროს ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია საქართველოში; დღეში ათიათასობით პარაფინის სანთელი ინთება, რაც ინტერიერის, კედლებისა და ფრესკების გამურვას იწვევს. მეორე პრობლემაა დასავლეთ ცენტრალური სარკმლის ფასადის დაძრული და მორყეული „პერანგის“ ქვები, რომელიც ცემენტის ხსნარითაა დასვრილი. მესამე პრობლემა კი ტაძრისთვის შეუფერებელი, თუნუქის თეთრი სახურავია“.

როგორც დეკანოზი ილია ჭიღლაძე ამბობს, საპატრიარქოს მზრუნველობა კულტურული ძეგლების მიმართულებით, არაფერში ვლინდება და მსგავსი ძეგლები მთლიანად სახელმწიფოსა და კერძო სექტორის იმედადაა დარჩენილი.

აუცილებელია, თუთიის მოშორება და არსებული ქვის ლორფინის სახურავის აღდგენა, რითაც ტაძრის ისტორიული-არქიტექტურული იერსახე სრულყოფილად აღდგება.

საპატრიარქოს მზრუნველობა საეკლესიო ძეგლების რესტავრაცია-კონსერვაციის მიმართულებით, არაფერში ვლინდება. ის არ აფინანსებს ამ მიმართულებას, შესაბამისად, ძეგლთა რესტავრაცია-კონსერვაცია მთლიანად სახელმწიფოსა დ კერძო სექტორის მიერ გაღებული ფინანსებზეა დამოკიდებული. სამთავროს მონასტერ, როგორც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, განსაკუთრებულ ყირადღება სჭდეა, როგორც სახელმწიფოს, ასევე მისი მფლობელი იურიდიული პირის ანუ საპატრიარქოს მხრიდანაც. თუმცა, რეალურად, საპატრიარქო პარაფინის სანთლების მასობრივი გამოყენებით, მხოლოდ აზიანებს ამ ტაძარსაც და სხვებსაც.

დეკანოზის განცხადებით, არც ერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ტაძრებს მსგავსი პრობლემა არ აქვთ. სამწუხაროდ, საქართველოში, ეს ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად ითვლება.

ისტორიულად ისეთ მართლმადიდებლურ ქვეყნებში, როგორებიცაა, მაგალითად, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი... გამორიცხულია, ტაძრებში ასეთი ვანდალიზ. სანთლებს ანთებენ ტაძრების სტოაში, რომელსაც აუცილებლად აქვს გამწოვი, შედეგად, მათი მასობრივი დაკვამლიანება, ინტერიერისდა ფრესკების გამურვა გამორიცხულია. ჩვენთან კი ეს ასე არ ხდება და უმწვავესი პრობლემა გვაქვს, რომელზეც სახელმწიფოს შესაბამისი უწყებებიცდა სპეციალისტებიც დუმილს ამჯობინებენ. ტაძრების ინტერიერების გამურვა განსაკუთრებით ხალხმრავალ-მრევლმრავალტაძრების პრობლემაა და სამთავრომათ შორისაა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, „ვერსია“ საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურს დაუკავშირდა, მაგრამ უშედეგოდ - ამ დრომდე, პასუხი ვერ მივიღეთ.

ამის შემდეგ დავინტერესდით, რამდენად არის ცნობილი ეს პრობლემა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის, საიდანაც ასეთი პასუხი მივიღეთ:

„ეს გახლავთ საბჭოთა დროინდელი, ქვის კონსერვაციის შედეგი, როგორი მდგომარეობაცაა სამთავროში. უკვე მეორე წელია, მცხეთის ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის თვალსაზრისით, ორი საკონსერვაციო პროექტის განხორციელება დავიწყეთ - ეს გახლავთ ჯვრისა და სვეტიცხოვლის კონსერვაციის პროგრამა. სამომავლოდ, სამთავროზეც ჩატარდება მსგავსი საკონსერვაციო სამუშაოები, მაგრამ ამჟამად, ფინანსური რესურსებისა და სპეციალისტების ნაკლებობიდან გამომდინარე, არ გვაქვს იმის მოცემულობა, რომ კონსერვაციის თვალსაზრისით, მცხეთის ისტორიული ძეგლები სრულად მოვიცვათ. შესაბამისად, ეს პროგრამა სამომავლოდ გადაიდო“.