„დღეს იწყება ჩვენ ქვეყანაში ეპიდემიის დასრულების დასაწყისი“ - პაატა იმნაძემ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც COVID-19-ის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინა საჯაროდ პირდაპირ ეთერში გაიკეთა. პაატა იმნაძემ აცრის შემდეგ კოლეგებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა და ამ დღეს ქვეყანაში ეპიდემიის დასრულების დასაწყისი უწოდა:

"დღეს მართლა მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ დღეს იწყება ჩვენ ქვეყანაში ეპიდემიის დასრულების დასაწყისი. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, ვაქცინა არის ერთადერთი გზა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.

აქედან გამომდინარე მინდა, რომ ჩემს ყველა კოლეგას, ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს მოვუწოდო, იმისათვის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმში, აუცილებელია ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. პირველ რიგში ეს ეხება, რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებს.

ხედავთ, რომ გავიკეთე ვაქცინა, არაფერი ამაში არაა საშიში. გუშინდელი ღამის მონაცემებით 2000-ზე მეტი ჩემი კოლეგა იყო რეგისტრირებული, 3-დღიანი ბიჯით არის რეგისტრაციის თარიღი. იმედია ჩემი კოლეგები, რაც უფრო დრო გავა, მეტი და მეტი იქნებიან" -განაცხადა პაატა იმნაძემ.