„თუ კლინიკები, მიცემულ ვადებში დარღვევებს არ გამოასწორებენ, ლიცენზიის შეჩერება თუ სხვა მკაცრი სანქციები ელოდებათ“ - ილია ღუდუშაური

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახური და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, გეგმურ რეჟიმში, ახორციელებს კლინიკების კონტროლს. მონიტორინგის შედეგად ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები და რიგ შემთხვევებში, სერიოზული ხარვეზები დაფიქსირდა“, - აღნიშნულის შესახებ ილია ღუდუშაურმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ინფექციების კონტროლის მიმართულებით კლინიკებში პრობლემები და გამოწვევები ფიქსირდება, თუმცა მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, თუ რა გარემოებაში უწევდათ კლინიკებს ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობა.

„ისინი ინფორმირებულები არიან კონკრეტულად იმ პრობლემებზე, რომლებიც მათთან ფიქსირდება. იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რომ დიდი ხნის განმავლობაში რთულ პერიოდში უწევდათ ოპერირება კლინიკებს ეძლევათ ვადა, რომ გამოასწორონ ეს ხარვეზები და გეგმურად 2 კვირაში, 10 დღეში ერთხელ მიმდინარეობს გადამოწმება. იმ შემთხვევაში თუ ხარვეზები არ არის აღმოფხვრილი ან მნიშვნელოვანი დარღვევებია, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაგირება, ესაა ლიცენზიის შეჩერება თუ სხვა მკაცრი სანქციები. უნდა აღვნიშნო, გაცემულ გაფრთხილებებს, საკმაოდ სერიოზულად ეკიდება ჰოსპიტალური სექტორი და აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის აღმოფხვრაზე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.