"ქალის იმუნური სისტემა ორსულობისას ძალიან დასუსტებულია, ამიტომ ვაქცინაცია აუცილებელია" - ლადო კახაძის რეკომენდაცია

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოფიციალური მონაცემებით საქართველოში კორონა ვირუსით 13 ორსული გარდაიცვალა. როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რამდენიმე ორსულის გარდაცვალების მიზეზი ექიმის არასწორი რეკომენდაცია აღმოჩნდა, რომელიც ვაქცინაციაზე უარის თქმას გულისხმობდა. როგორ უნდა დაიცვან ორსულებმა თავი და რა არის ერთადერთი გზა ორსულისა და ნაყოფის უსაფრთხოებისთვის. ამასთან დაკავშირებით „ვერსია“ ესაუბრა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელ ლადო კახაძეს, რომლის თქმითაც, ერთადერთი გზა ქალის უსაფრთხო ორსულობისთვის  ვაქცინაციაა.

„ქალის იმუნური სისტემა ორსულობის პერიოდში ძალიან დასუსტებულია. პანდემიის ასეთ რთულ ვითარებაში აუცილებელია, ყველა ორსულმა გაიკეთოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა, რითაც დაიცავს თავის და ნაყოფის სიცოცხლეს. გარდა ვაქცინისა, აუცილებელია პირბადის მოხმარება, დისტანციის  და დღეისთვის მოცემული რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვა.“

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ექიმების გარკვეული ნაწილი აცრის რეკომენდაციას არ აძლევს პაციენტებს და რამდენიმე ორსული სწორედ ექიმის ამგვარ რეკომენდაციას შეეწირა. რა შეიძლება, გამოიწვიოს ამგვარმა გადაწყვეტილებებმა?- ამ კითხვაზე კახაძე გვპასუხობს:

„ექიმებს, რომლებსაც ფიცი აქვთ დადებული, ერთ-ერთ პუნქტში წერია: „ არა ავნო, რა“,  ეს ნიშნავს, რომ არასწორი რჩევაც კი არის ადამიანის ვნება და ექიმის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტისთვის. ჩემთვის გაუგებარი, მიღებელია და დიდად გასაკვირიც არის ექიმის მიერ ორსულისთვის არასწორი რჩევის მიცემა. მკითხველმა მაპატიოს, შეიძლება მკაცრი ვარ ამის შეფასებისას, მაგრამ არ მომწონს მსგავსი რჩევა, როდესაც ექიმები ეუბნებიან პაციენტებს „არ აიცრათ“.  ორსულობის დროს უკუჩვენებას აცრა არ იძლევა, ამიტომ ვაქცინაცია, ვაქცინაცია და კიდევ ერთხელ ვაქცინაცია!“

 შეგახსნებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1915 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 78 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5929 პირი.