როგორია პანდემიური ვითარება საქართველოში - ყველაფერი, რაზეც დღეს ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ ისაუბრეს

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ანტივაქსერებზე საშიში ის ადამიანები არიან, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევენ.

ჩემთვის ორივე ანტივაქსერია. ადამიანები ჩემთვის სულერთია, სად არიან - აქციაზე, ეკლესიაში, პურ-მარილზე, ქელეხში თუ ქორწილში, როცა არ იცავს წესებს, ყველგანაა ინფიცირების საშუალება. ჩავარდნილ ვაქცინაციას ვერ დავუკავშირებთ, რას ვხედავთ ჩავარდნილს?! ანტივაქსერი მსოფლიოში ყველგანაა. ნახეთ, რამხელა დემონსტრაცია მოაწყვეს ანტივაქსერებმა საფრანგეთში. მათზე საშიში არის ის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს“.

იმნაძის თქმით, ჯანმო-ს მხრიდან იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ 12 წლიდან ბავშვები აიცრან და საქართველოც შესაბამისად იმოქმედებს. მისი განმარტებით, საქართველოში უკვე იყო პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა, რადგან მას შესაბამისი ჩვენება ჰქონდა.

ბავშვებთან დაკავშირებით ისევდაისევფაიზერსუწერია ახალ ინსტრუქციაში, რომ 12 წლიდან შესაძლებელია აცრა. ამავე დროს, რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო ეს ოფიციალურად. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებულ იქნას აცრები. როგორც კი ეს მოხდება, ჩვენთანაც დავწევთ შესაბამის ვაქცინზე ასაკს. თუმცა, საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა. ამ ბავშვს სპეციალური ჩვენება ჰქონდა. პერსონალურ ინფორმაციას ვერ გავცემ“,-განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ ქვეყანაში უფრო მეტი შეზღუდვის დაწესების საჭიროებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია იმ რეგულაციების შესრულება, რომლებიც დღეს ქვეყანაშია დაწესებული. მისი თქმით, ბიზნესსექტორი ცუდ დღეში აღმოჩნდებიან, თუ არ დაიცავენ რეკომენდაციებს და არ აცრიან პერსონალს, რადგან სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში უკვე იგზავნება ინფორმაცია, ქვეყნიდან წასულ დაინფიცირებულ ტურისტებზე.

ბიზნესი თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თავის თანამშრომლებს, ცუდ მდგომარეობაში ჩაცვივდებიან იმიტომ, რომ ტურისტი რომ წავა აქედან ინფიცირებული და უკვე ბევრია ასეთი შემთხვევები, მათ შორის, ისრაელში, ქუვეითში, სინგაპურში, საიდანაც ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს, იმ სასტუმროში გამოუშვებს ვინმე იქიდან ტურისტს?!.

როგორც პაატა იმნაძემ განმარტა, ამ ეტაპზე არსებული ეპიდვითარებიდან გამოსავალი არის აცრა და პირბადის ინტენსიური ტარება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კლინიკებში ახალი საწოლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება:

დღეს საავადმყოფოებში არის 5000-ზე მეტი ადამიანი. ჯერჯერობით, ჯანდაცვის სისტემა ამ დაწოლას უძლებს. პიკის დროს, დაახლოებით ნოემბერში, გვქონდა 7-8 ათასი საწოლი გაშლილი, ამიტომ რესურსი ჯანდაცვის სისტემას, ჯერჯერობით, საწოლფონდთან დაკავშირებით აქვს, თუმცა რთულია, მაგრამ აქვს. დაძაბულობაა სასწრაფოს გამოძახებასა და მოთავსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თბილისში, მაგრამ ყოველდღიურად ახალი საწოლების რაოდენობა ემატება სხვადასხვა კლინიკაში. გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მითითებით, გაჩერდა .. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან და შესაბამისად, მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება .

გამყრელიძის თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსგადატანილ ადამიანს ვაქცინას მხოლოდ ერთხელ უკეთებენ. ძირითადად, ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ვაქცინების დიდი დეფიციტი იყო, მაგრამ დღეს უმრავლესობა მაინც ეყრდნობა იმას, რომ კოვიდგადატანილმა სჯობს, გაიკეთოს ორი ინექცია. მისი თქმით, დღეს საქართველოში კოვიდგადატანილ მოქალაქეებსაც ორჯერადი ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში გაკეთებული აცრის QR კოდი ჩვეულებრივად გამოიყენება სხვა ქვეყნებში.

რაც შეეხება QR კოდს, ის მშვენივრად იკითხება, უბრალოდ, ჩვენ ამ კოდით არ ვართ მიერთებული ევროკავშირის სივრცეს. ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ და საქართველო თანდათან უნდა მიუერთდეს ამ სივრცეს.

თუ თქვენს QR კოდს დაანათებთ, თქვენს მონაცემებს დაინახავთ, რომ შესაბამის დროს ვაქცინით ხართ აცრილი.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 40-50% „დელტა“ შტამზე მოდის.

გვაქვსდელტა +“-ის ლაბორატორიულად დადასტურებული ორი შემთხვევა. რასაც ლუგარში ვუყურებთ ყოველდღიურად, იმის მიხედვით დგინდება, რომ 40-50%-მდე ქვეყანაში ბრიტანული შტამი ჩაანაცვლადელტამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის, განცხადებით, „დელტა+“ შტამიც ადვილად ვრცელდება.

ყველა კორონავირუსის შემთხვევის ნახევარიდელტაშტამითაა გამოწვეული. მათ შორის, .. „დელტა+“ შტამიცაა დადასტურებული. რამდენიმე მეთოდით ხდება დიაგნოსტიკა. გვაქვს PCR-ის ნაკრები, რომელიცდელტასაციჭერს ცალკე, თუმცა, ეს უნდა დადასტურდეს სეკვენირებით. მსოფლიო ბაზაშიცაა ეს მონაცემი უკვე მეორე კვირაა, ატვირთული, რომ საქართველოშიდელტა +“ შტამი დაფიქსირებულია. ისევე როგორცდელტა“, „დელტა+“-იც სწრაფად ვრცელდება, ანუ ადვილად გადამდებია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.