პანდემიები, რომლებიც მძიმედ აისახა მსოფლიოზე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პანდემია არის ეპიდემია, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების გავრცელება რეგიონში ან მთელ მსოფლიოში.  კორონაპანდემიამდე  მსოფლიოს არაერთი პანდემია გადაუტანია და მათგან ყველაზე ვერაგი და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით გამორჩეულია: ანტონინოვას ჭირი, იუსტინიანეს ჭირი, შიდსი, ესპანური გრიპი - „ისპანკა“, შავი ჭირი... წარმოგიდგენთ მედიაში გავრცელებულ ცნობებს მსოფლიო პანდემიების შესახებ:

 

კორონავირუსი  -  ვირუსი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

 ჩინეთის ხელისუფლებამ აქამდე უცნობი ვირუსის შესახებ პირველი განცხადება გააკეთა 2019 წლის 31 დეკემბერს. სახელმწიფო ტელევიზია CCTV-ში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აღმოაჩინეს აქამდე უცნობი ვირუსი. ექსპერტების ჯგუფი სიტუაციაში გასარკვევად ადგილზე ჩავიდა.

იმავე დღეს ვუჰანის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეატყობინა ახალი ვირუსის შესახებ, თუმცა განცხადება ამის შესახებ ჯანმომ მხოლოდ 2020 წლის 5 იანვარს გაავრცელა.

კორონავირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა, გარდაიცვალა მილიონობით ადამიანი. პანდემიამ გააჩერა ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი, ადამიანებმა ცხოვრება პანდემიასთან, პირბადესთან და იზოლაციის წესებთან ერთად განაგრძეს.

მალევე კორონავირუსის ახალი შტამები გამოჩნდა, „დელტა“ „ალფთა“ ახლა კი „ომიკრონი“ , მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონს“ სხვა შტამებთან შედარებით სიკვდილოანობა დაბალი აქვს, მისი გავრცელება ძალიან სწრაფად ხდება. ეპიდემილოგოები საზოგადოებას კვლავ წესების დაცვისკენ მოუწოდებენ, ზოგიერთი მათგანი კი ვარაუდობს, რომ ამ ვირუსს ყველა ადამიანი გადაიტანს.

 

ესპანური გრიპი - „ისპანკა“

ცნობილია, როგორც ყველა დროის ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსი, რომელიც მსოფლიოში 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს გავრცელდა. სამხედროების გადაადგილებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გრიპის გლობალურად გავრცელებას.

ინფიცირების პირველი შემთხვევების შესახებ ცნობა 1918 წლის 5 აპრილს გამოჩნდა. ის გრიპის მწვავე ფორმების შესახებ იუწყებოდა, რომლითაც ამერიკის შტატ კანზასში 18 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გარდაიცვალა.

გრიპის შემდეგი კერა 1918 წლის სექტემბერში კემპ დევინსის საწვრთნელ ბაზაზე გაჩნდა. სექტემბრის ბოლოს აქ უკვე ინფიცირების 14 000-მდე შემთხვევა იყო გამოვლენილი, გარდაცვალებისა კი – 757.

1918 წლის ოქტომბერში გრიპმა აშშ-ის 195 000 მოქალაქე შეიწირა. ამერიკის მასშტაბით, სამედიცინო პერსონალის ღრმა კრიზისი დაიწყო, იმის გამო, რომ სამედიცინო ჯგუფების უმეტესობა სამხედროებთან მუშაობდა. კრიზისულ სიტუაციასთან გასამკლავებლად წითელი ჯვრის ორგანიზაციამ ექთნების სასწრაფო რეკრუტირება დაიწყო. გარდაცვლილთა სიჭარბის გამო ფილადელფიის შტატში ასობით ცხედარს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ მარხავდნენ. ხელისუფლებას სამაცივრე საწყობები მორგად გამოყენება დასჭირდა. მანქანათმშენებელმა კომპანიებმა მთავრობას კუბოდ გამოსაყენებლად ასობით სათავსო ყუთი გადასცეს.

1918 წლის ნოემბერს ჯარისკაცები დაზავების დღეს აღნიშნავდნენ. პირველი მსოფლიო ომის დასრულებისას სამხედროების დემობილიზაციისა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გრიპი ხელახლა გავრცელდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელების ახალი ფაზა 1919 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მხოლოდ სან-ფრანცისკოში იანვრის პირველი ხუთი დღის განმავლობაში ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსის შედეგად კი 101 ადამიანი გარდაიცვალა.

1919 წლის ზაფხულში, მას შემდეგ რაც ინფიცირებულთა უმრავლესობას გრიპის მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდა, ხოლო დანარჩენი გარდაიცვალა, ესპანური გრიპის პანდემია დასრულდა. საბოლოოდ, ვირუსისგან მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონი ადამიანი დაიღუპა. აქედან 675 000 მხოლოდ აშშ-ში.

ფრინველის გრიპი - ეპიდემია

 2013 წლის თებერვალში სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში ფრინველის გრიპი დაფიქსირდა. ეს არის დაავადება, რომელსაც H5N1 და H7N9 ვირუსები იწვევენ. გრიპის აღნიშნული სახეობა შინაური ფრინველიდან ადამიანს გადაეცემა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2003 წლის დეკემბრიდან 2013 წლამდე მსოფლიოს 15 ქვეყანაში დარეგისტრირდა H5N1-ით ინფიცირების 649 შემთხვევა, რომელთაგან 384 ლეტალურად დასრულდა. 

ფრინველის გრიპით გარდაცვალების მიზეზი ხდება ისეთი გართულებები, როგორიც არის პნევმონია, თირკმლებისა და ღვიძლის უკმარისობა. ამ დაავადებით გარდაცვალების ბოლო ფაქტი 2014 წლის იანვარში, კანადაში დაფიქსირდა. ეს ადამიანი ჩინეთის დედაქალაქში მოგზაურობის დროს დაინფიცირდა.

 ღორის გრიპი - პანდემია

 2009 წელს ახალი ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა. ეს იყო H1N1, რომელიც ღორის გრიპს იწვევს. ის გადაეცემა როგორც ცხოველიდან ადამიანს, ისე - ადამიანიდან ადამიანს. ღორის გრიპი მეხიკოში დაფიქსირდა, შემდეგ მთელ მექსიკასა და აშშ-ში გავრცელდა. 
ღორის გრიპით ინფიცირების პირველი შემთხვევა ევროპაში 2009 წლის აპრილში დაფიქსირდა, შემდეგ კი ვირუსის ეს სახეობა დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანას მოედო. 2009 წლის ივნისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებმა, ბოლო 41 წლის განმავლობაში პირველად, გრიპის ახალი ვირუსის პანდემია გამოაცხადეს. 

ღორის გრიპისა და სეზონური გრიპის მკურნალობა ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ამ შემთხვევაში ძირითადი რისკი პნევმონიის განვითარებაა. ღორის გრიპის შემთხვევაში სიკვდილიანობა სხვა ვირუსებით გამოწვეულ ლეტალურ შემთხვევებს არ აღემატება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, H1N1 ვირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 414 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, 5 ათასზე მეტი დაავადებული კი გარდაიცვალა.

შიდსი/აივ-ინფექცია (2005-2012)მისი წარმოშობის ადგილად მიჩნეულია კონგო, სადაც 1920 წელს  ვირუსი გადავიდა შიმპანზიდან ადამიანზე და ამერიკაში მხოლოდ 1980-იან წლებში გავრცელდა. რადგანაც ექიმები ამ დაავადებას ჯერ არ იცნობდნენ, მის სიმპტომებს კიბოს ან ფილტვის ინფექციის სიმპტომებად მიიჩნევდნენ და ისე მკურნალობდნენ.  ვირუსს სახელი მხოლოდ 1982 წელს დაერქვა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ვირუსით ჰეროინის მომხმარებლებიც ავადდებოდნენ. საბოლოოდ ვირუსის იდენტიფიცირება ფრანგულ ლაბორატორიაში მოხდა 1983 წელს. აივ ინფექციასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის დადასტურებული რაოდენობა 36 000-ს აღემატება. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა აფრიკა, სადაც 2005 წელს 2.7 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა  და 2 მილიონი გარდაიცვალა.

 შავი ჭირი (1346-1353)აგრეთვე ცნობილია როგორც ,,შავი სიკვდილი".  ბევრი მკვლევარის აზრით, თავდაპირველად აზიაში დაფიქსირდა და შემდეგ მთელი აზია, ევროპა,  ჩრდილოეთ აფრიკა და გრენლანდია მოიცვა. ეს კოშმარი ევროპაში 1347 წელს სიცილიაში სავაჭრო გემების შემოსვლით დაიწყო და სიცილიიდან მთელ ევროპას მოედო. პანდემიის წარმოშობის მიზეზად კლიმატის მკვეთრი ცვლილება მიიჩნევა, ხოლო მის გამავრცელებლად რწყილები და სხეულის ტილები.  საერთო მახასიათებლები იყო: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, დიარეა,  ძლიერი ციებ-ცხელება. მაგრამ მთავარი სიმპტომი ჩირქიანი წყლულები, ე.წ ,,ბუბონები" იყო.   შავი ჭირი მიჩნეულია ყველაზე სწრაფად გავრცელებად ეპიდემიად.  მან რამდენიმე წელიწადში ევროპის მოსახლეობის მეოთხედი გაანადგურა, ხოლო საერთო ჯამში  60 მილიონიდან  200 მილიონამდე  ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეპიდემია 1353 წელს დასრულდა, მაგრამ მას შემდეგ კიდევ რამდენიმეჯერ განმეორდა, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბებით.

 

 ავტორი:სალომე ნოზაძე