"1 თვეში 24 000 ადამიანი გამოვაჯანმრთელეთ „აზიმაკით" - ექსკლუზიური ინტერვიუ ექიმ მარინა ღუღუნიშვილთან, რომელიც კოვიდინფექციის ანტიბიოტიკით დამარცხებაზე ალაპარაკდა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ექიმი მარინა ღუღუნიშვილი, რომელიც კოვიდინფიცირებულებს ონლაინ კონსულტაციას უწევდა სოციალურ ქსელში წერს, რომ მან ანტიბიოტიკური მკურნალობით ბევრი ინფიცირებული სიკვდილს გადაარჩინა.
ამ შემთხვევაში ღუღუნიშვილი პრეპარატ „აზიმაკს“ გამოყოფს და აცხადებს, რომ ამ წამალმა ადამიანები სიკვდილისა და მძიმე გართულებებისაგან იხსნა.. ექიმმა სოციალურ ქსელში ამ თემაზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

„ონლაინ კლინიკაში შარშან 3 თვეში 268 ადამიანი გამოვაჯანმრთელე აზიმაკით, დ ვიტამინით და 2 ლიტრამდე სითხის მიღების დანიშვნით, ვინც არ დამიჯერა და მითხრა ტელევიზორში აცხადებენ ანტიბიოტიკი არ მიიღოო და როგორ დავლიოთო, მოხვდნენ ასეთები საავადმყოფოში იქ 2 კვირა უსხეს რა არ ვიცი და 2 კვირის თავზე საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. ყველას ვინც კითხულობს ჩემს პოსტებს, არ დაუჯეროთ, რომ გეუბნებიან ანტიბიოტიკი არ მიიღოთო, როდესაც 4 დღე გრძელდება მაღალი სიცხეები და აუტანელი ხველება, მაშინ უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი და თუ ბაქტერიული ფონი წამოსულია, აუცილებლად უნდა იქნას აზიმაკი დანიშნული უფროსებში 500 მგრამი დღეში 1 ჯერ 3 დღე ან 5 დღე მაქსიმუმ, მდგომარეობის და მიხედვით. მე ისე 5 დღე ვნიშნავდი 268 ადამიანი, რომ გამოვაჯანმრთელე, მე მათი ტელეფონის ნომრებიც მაქვს და სახელი და გვარიც მიწერია. ასე რომ, თუ მაღალი სიცხეები გექნებათ და შემაწუხებელი ხველა, დაიწყეთ კოვიდის დროს აზიმაკი, ჩვეულბრივი ვირუსი, რომელიც არ უნდა იყოს, თუ გართულდება და ანტიბიოტიკებით არ უმკურნალებენ, ის აუცილებლად დაამძიმებს პაციენტს და სიკვდილის პირას მიიყვანს. შარშან ვმუშაობდით ექიმთა ჯგუფფი ონლაინ კლინიკაში და იყო 6000 შემთხვევა დღეში და ჩვენ ყველანი ექიმები ჩუმად ვუნიშნავდით პაციენტებს აზიმაკს, რადგან ზემოდან დავალება გვქონდა, რომ ანტიბიოტიკი არ დაგვენიშნა, მაგრამ ჩვენ ყველანი ვნიშნავდით აზიმაკს და 6000 შემთხვევიდან 15 მდე იყო სიკვდილიანობა, შემდეგ შეზღუდვების გამო შემცირდა პაციენტების რაოდენობა და ექიმთა ჯგუფი მთლიანად ჩაგვხსნეს. ვიხვეწები, უკან დამაბრუნეთ-მეთქი და არაფრით უკან არ მაბრუნებენ, შენ ანტიბიოტიკს ნიშნავდიო, მერე და ვინ დავაზიანე მაგით, მოვარჩინე ამდენი ხალხი და დღემდე ვშველი ყველას ჩემს ირგვლივ, ყველა კოვიდიანი ჩემს ირგვლივ ჩემი დანიშნულებით მორჩა, მასწავლებლებიც და მეზობლებიც. ვცდილობ, უკან დავიბრუნო თავი იმ ონლაინ კლინიკაში და კიდე რამდენ ადამიანს გადავარჩენ, მაგრამ სამწუხაროდ, არც ჩემდამი გადმოცემული სიგელი ჭრის და არც ჩემი ზარები, ჯერ არ მეხმიანებიან რატომღაც“.
დავუკავშირდით ქალბატონ მარინას და ვკითხეთ, რამდენად ეფექტურია ანტიბიოტიკით მკურნალობა კოვიდინფიცირებული ადამიანისთვის და რა შემთხვევაში უნდა გამოიყენონ კოვიდინფიცირებულებმა პრეპარატი „აზიმაკი“...

- ქალბატონო მარინა, რამდენად მნიშვნელოვანია და რატომ გიკრძალავდნენ ანტიბიოტიკით მკურნალობას?

_ მიკრძალავდნენ იმიტომ, რომ ტელევიზორში რაც ხდება, იმას უსმენენ. ტელევიზორში გამოდიოდა კულუმბეგოვი და ამბობდა, რომ ანტიბიოტიკი არ დაელიათ პაციენტებს. ნამდვილად იწვევს ანტიბიოტიკი იმუნიტეტის დაქვეითებას, მაგრამ როდესაც კორონა ვირუსი მიმდინარეობს მაღალი სიცხეებით, როდესაც 3 დღე არის 38,5 სიცხე და ასე გრძელდება რამოდენიმე დღე, აუცილებლად ჩემს პაციენტებს მეოთხე დღიდან ვუნიშნავდი „აზიმაკს“, იგივე აზიტრომიცინს. ქართული „აზიმაკი“, რომელიც არის ჩვენს მიერ წარმოებული. 5 დღე ვნიშნავდი აზიტრომიცინს, ვნიშნავდი D ვიტამინს, 2 ლიტრამდე სითხეს და მოძრაობას. როგორც კი ვუნიშნავდი, მიღებისთანავე მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდიოდა, მლოცავდნენ, ინტერვიუებია ჩაწერილი, როგორ მლოცავენ. „აზიმაკს“ მარტო მე არ ვაძლევდი, მთელი ჩვენი ექიმების გუნდი, ვინც ვიყავით ონლაინ კლინიკაში, რთული და სიცხიანი პაციენტები ვინც იყვნენ, მესამე-მეოთხე დღეს ვუნიშნავდით „აზიმაკს“. 1 თვეში 24 000 ადამიანი გამოვაჯანმრთელეთ. სიგელებით დაგვაჯილდოვა ეკატერინე ტიკარაძემ. შემდეგ როცა ჩავიკეტეთ და „ლოქდაუნი“ გამოცხადდა, შემცირდა კოვიდიანების რაოდენობა და მთელი ჩვენი გუნდი მოგვხსნეს. სინამდვილეში, პროტოკოლში გვიწერია „აზიტრომიცინი“ და „დოქსაციკლინი“, მაგრამ ტელევიზიების ინფორმაციით და იმუნოლოგების გამოსვლებით, რომლებიც ამბობდნენ, რომ ანტიბიოტიკები არ მისცეთ პაციენტებსო, ამის გამო ხალხს ეშინოდა ანტიბიოტიკის დალევის. ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ვინც იყო, არ ვიცი, ვინ აძლევდა დავალებას, ანტიბიოტიკი არ დანიშნოთო, გვეუბნებოდა და მერე მე რომ ვთხოვე, დამაბრუნეთ-თქო, თქვენ ანტიბიოტიკს ნიშნავდითო და რა პრობლემაა, რომ ვუნიშნავდი ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა-მეთქი? შემდეგ შემპირდა, რომ ადგილი თუ გამოჩნდებოდა, დამაბრუნებდა. ტელევიზორში ყველა იმას ამბობდა, რომ არ დალიოთ ანტიბიოტიკიო, მაგალითი მაქვს, როცა ჩემს მეზობელს ონლაინ ექიმი ეუბნებოდა, რომ ანტიბიოტიკი არ დალიოო. მერვე დღეს დაუნიშნა დოქსაციკლინი, ეს ბიჭი მერვე დღეს გადაიყვანეს საავადმყოფოში და ვერ გადაარჩინეს იმიტომ, რომ დამძიმდა. თავის დროზე უნდა მიეცათ ანტიბიოტიკი და არ დაეწვებოდა ფილტვები. წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ვირუსი, რომელიც რთულდება ფილტვების ანთებით, იმას თუ ანტიბიოტიკით არ უმკურნალეთ, ადამიანი ხომ მოკვდება? შარშან ე.წ. ღორის გრიპით არ კვდებოდნენ ადამიანები, დაგვიანებული მკურნალობით?! ანალოგიურია, ესეც ჩვეულებრივი ვირუსია. ზუსტად მსგავსი მკურნალობით პაციენტებს მკურნალობს ვლადიმერ ზელენკო - რუსი-ებრაელი ექიმი, რომელმაც 7 000 ადამიანი განკურნა, წარდგენილია ნობელის პრემიაზე. ჩვენს პროტოკოლში, რომელიც მოგვცეს, შესული იყო „დოქსაციკლინი“ და „აზიტრომიცინი“ ანუ საჭიროებისამებრ, ჩვენ უფლება გვქონდა, დაგვენიშნა, მაგრამ ტელევიზიაში რომ აცხადებდნენ, არ დაელიათ ანტიბიოტიკი, ხალხი მათ უჯერებდა. მე უფრო კომპეტენტური ვიყავი იმ ეტაპზე, ვიდრე ჩემი უფროსი, რადგან სამედიცინო განათლება არ ჰქონდა, ვინც ამას მეუბნებოდა. საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს. ზუსტად ისინი კლავენ ხალხს, ვინც თავის დროზე არ აძლევს ანტიბიოტიკს, როდესაც სისხლში მომატებულია ბაქტერიული ფონი, მას აუცირებლად სჭირდება მაკროლიდი, არაჩვეულებრივად მოქმედებს და შველის.

- აქვე იქნებ განმარტოთ, ყველა კოვიდინფიცირებულს არ სჭირდება ანტიბიოტიკით მკურნალობა, არა?

_არა, ყველა კოვიდიანს არ სჭირდება. ვისაც ჰქონდა გართულებული მდგომარეობა და მაღალი სიცხეები, აი, მათ სჭირდებათ „აზიმაკი“. ვისაც იოლი ფორმა აქვს, იმას არ სჭირდება, მაგრამ თუ აქვს სისუსტე და ფეხზე ვერ დგება, ფილტვების ანთება შეიძლება ჰქონდეს, ამ დროს საჭიროა დროული მკურნალობა.

_ აცრილებს თუ სჭირდებათ ანტიბიოტიკით მკურნალობა და რთულდება თუ არა მდგომარეობა?

_როგორ არა, აცრილებსაც სჭირდება. მე მყავს მასწავლებელი, რომელიც „სინოფარმით“ არის აცრილი, ჰქონდა ძლიერი ხველება და სიცხე, „აზიმაკი“ დავუნიშნე, 5 დღე სვამდა და ჩიტივით არის. სითხეებსაც სვამდა, რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე სკოლის ექიმად ვმუშაობ, მაგრამ მაქვს გამოცდილება, ყველას ვშველოდი, დასაწყისშივე, როცა მაღალი სიცხეებია, ყველას ვეუბნები, რომ დაიწყეთ „აზიტრომიცინით“, დაიწყეთ „აზიმაკით“. ყველას ჩემს ირგვლის ვუმკურნალე და მოვარჩინე.

_ კოვიდვაქცინის შესახებ რას ეტყვით მკითხველს?
-მე არ ვარ აცრილი. ამ ეტაპზე არც ვაპირებ იმიტომ, რომ როდესაც ამდენი ხალხი, მოვარჩინე „აზიმაკით“, რატომ უნდა ავიცრა და ზედმეტი ვირუსი შევიყვანო ორგანიზმში? ის, რომ არასწორად მკურნალობენ და სივდილის პირას მიჰყავთ ხალხი არაკომპეტენტურ ექიმებს, რაში მჭირდება აცრა?! ვისაც უნდა და სურვილი აქვს და ეშინია, რომ „აზიმაკმა“ არ უშველოს, შეუძლიათ აიცრან, კი ბატონო, მისი უფლებაა, მაგრამ აცრილებსაც ვმკურნალობ და მოვარჩინე. არ აიცრათ-თქო ამას ნამდვილად ვერ გეტყვით.

ავტორი-გვანცა პეტრიაშვილი