ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წლის 19 ივლისს გამოქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ.
გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს.
ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები, რომელთა საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობა მიეცა, ტრეფიკინგის მსხვერპლები უზრუნველყოფილი იქნან მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურით.

ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები უფლებამოსილი არიან, საქმეში ჩაერთონ გამოძიების დაწყების მომენტიდან. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის კოორდინატორებმა კვალიფიციური დახმარება გაუწიეს ტრეფიკინგის 8 მსხვერპლს და 10 მოწმეს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი არაერთი სპეციალიზებული დანაყოფი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და 6 მობილური ჯგუფი. დოკუმენტში აგრეთვე ხაზგასმულია აჭარის რეგიონში მოქმედი სპეციალისტთა ჯგუფის - ე.წ. TASK FORCE-ის საქმიანობა, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და პროკურორებით.
ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და შრომით ინსპექციას შორის განახლებული მემორანდუმის გაფორმება, რომელიც მიზნად ისახავს იძულებითი შრომის შემთხვევების გამოვლენას, მობილური ჯგუფებისა და შრომითი ინსპექციის დანაყოფების მიერ ერთობლივი შემოწმებების ჩატარების გზით.
გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, კვლავაც დადებითად ფასდება შინაგან საქმეთა სამინისტროში ტრეფიკინგის დანაშაულთან საბრძოლველად მოქმედი ცხელი ხაზის ფუნქციონირება, სადაც შესაძლებელია ტრეფიკინგთან დაკავშირებით ზარების განხორციელება.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ყველა კურსანტი გადის ტრეფიკინგის საკითხებზე საბაზისო სასწავლო კურსს. აგრეთვე მითითებულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა გამომძიებლების, მობილური ჯგუფების წევრების, სასაზღვრო პოლიციის, პროკურორების, შრომის ინსპექტორების, მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორების გადამზადება ტრეფიკინგის დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე.
დოკუმენტში საუბარია იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ანგარიშს ტრადიციულად თანდართული აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებასა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის გაუმჯობესებასზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA), ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა.
აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - მამუკა ჭელიძემ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მამუკა ჭელიძემ ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმძღვანელს - სარა რუპერტს და ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ატაშეს საქართველოში - ჯენიფერ სვიდერს მადლობა გადაუხადა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზგასმით აღნიშნა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისთვის გადაცემული ტექნიკური აღჭურვილობა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას შეუწყობს ხელს და გამომძიებლებს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის გამოვლენაში, აღკვეთასა და გავრცელების პრევენციაში დაეხმარება.
სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) სამართალდამცავ სფეროში სხვადასხვა პროექტს ახორციელებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობს კიბერდანაშაულის, კინოლოგიური სამსახურის განვითარების (K-9), ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და სხვა მიმართულებებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

 დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 16 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით,1986 წელს დაბადებული გ.კ.სასიკვდილოდ დაჭრა.

პოლიციამ ბრალდებული ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში - ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ვ.ფ. სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ დაეუფლა 1993 წელს დაბადებული მ.მ.-ს კუთვნილ ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მყისიერად მოხდა ავტომობილის ადგილსამყოფელის დადგენა, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება და დაკავება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციისდეპარტამენტის ახმეტის რაიონულისამმართველოსთანამშრომლებმა, კახეთის საოლქოპროკურატურასთან ერთადჩატარებულიოპერატიულ-სამძებროღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისშედეგად, 1991 წელსდაბადებული .. დააკავეს. მასბრალი განსაცდელში მიტოვებასა დატრანსპორტისმოძრაობის უსაფრთხოების წესისდარღვევაში ედება, რამაც ადამიანის სიცოცხლისმოსპობაგამოიწვია.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლებისაღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ

მდგომარეობაში იმყოფებოდა, მიმდინარე წლის 27 ივნისს, ღამით, ახმეტის მუნიციპალიტეტისსოფელსაკობიანოში მსუბუქი ავტომობილით შეეჯახაქვეითად მოსიარულე თანასოფლელს - 1975 წელსდაბადებულ ..- და შემთხვევის ადგილიდანმიიმალა, დაზიანებების შედეგად.. იმავე ღამესგარდაიცვალა.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 128- და 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაცგანსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტისმოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციისწესისდარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანისსიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისპოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებომოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული.. , თბილისში დააკავეს.

დანაშაული 9- დან 13 წლამდე ვადითთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმამიმდინარე წლის 7ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღითჭრილობები მიაყენა ორ პირს.

 

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებოღონისძიებების შედეგად, დანაშაულისსავარაუდოჩამდენი პირი, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117- მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე „დაცვის პოლიციის დღე“ აღინიშნა.

ღონისძიებას უწყების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ბაგრატიონმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი ბაგრატიონმა არსებულ მიღწევებსა და სამომავლოგეგმებზე ისაუბრა.

„უწყება არ წყვეტს ტექნოლოგიურგანვითარებას და წლის ბოლომდე დაცვის პოლიცია სრულად იქნება აღჭურვილიევროპული სტანდარტის ტექნიკით. კერძოდ, ინერგება MOTOROLA TETRA სისტემისმოწყობილობები. გარდა ამის, დაცვის პოლიციის რებრენდინგის ფარგლებში, დაცვის პოლიციის ყველა თანამშრომელს ახალი სამუშაო ფორმა გადაეცა. დაცვის პოლიციის წარმატება და დასაცავი ობიექტების რაოდენობის ყოველწლიური ზრდა დამოკიდებულია უწყებაში მომუშავე ადამიანების პროფესიონალიზმზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ავტოპარკის განახლებაზე, რასაც წარმატებით ვახორციელებთ. წელს უწყებას უკვე შეემატა 15 ერთეული სპეციალიზირებული ჯავშნირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ოპერატიული ჯგუფის ადგილზე გამოცხადების დროის მინიმუმამდე შემცირების მიზნით ავტოპარკის განახლება მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.

საზეიმო ღონისძიებაზე წელს 95-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო და დაცვის პოლიციის რიგებს შეუერთდა. გიორგი ბაგრატიონმა სამსახურეობრივი მოვალეობების პირნათლად შესრულებისთვის 33 თანამშრომელი მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ღონისძიების დასასრულს, შიდა საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა, რაც დაცვის პოლიციის თანამშრომლებში შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესებასა დაჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას ემსახურება.

ჩვენ სიტუაცია დრამატულად შევცვალეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში. რეალურად ჩავიბარეთ ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი და დღეს საქართველო გახდა ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი დემოკრატიის, არამხოლოდ რეგიონში. შეიძლება ითქვას ამაყად, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული ქვეყანა არამხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, არამედ ასოცირებულ ტრიოს ფარგლებში და ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის მიმართაც ჩვენ გვაქვს მართლაც შთამბეჭდავი პროგრესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიაში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც 2012 წელს რეალური თავისუფლება და ღირსება დავუბრუნეთ ჩვენს მოქალაქეებს. მივიღეთ პირველი ადამიანის უფლებათა სტრატეგია. ამ დოკუმენტის მიხედვით ჩვენ რადიკალურად გავაუმჯობესეთ სიტუაცია საქართველოში, ჩვენთან არის გარანტირებული ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ნებისმიერი ტელევიზია. არავითარი ბარიერი არ იქმნება მთავრობის მხრიდან. ჩვენთან არის ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძლიერი ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციური ტელეარხები და სიტუაცია რადიკალურად არის გაუმჯობესებული. მე მთავარ ინდიკატორს მოვიყვან, რომელიც რეალურად ხაზს უსვამს თუ რა ვითარებაა საქართველოში. 10 წლის წინ, როდესაც ჩვენ ხელისუფლება ჩავიბარეთ, საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4000 და 5000 საქმეს. დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე. მე ვფიქრობ ამით ყველაფერი ნათქვამია“, - განაცხადა პრემიერმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეწვია. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა უმასპინძლა. აკადემიაში აშშ-ის პარტნიორობით და მხარდაჭერით გადმოცემული აღჭურვილობის და ინრასტრუქტურული პროექტების გამოფენა/პრეზენტაცია გაიმართა.
 
კელი დეგნანმა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს იმიტირებული სასამართლო დარბაზი, კიბერ-ლაბორატორია, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, კრიმინალისტიკური ხელსაწყოები, ტაქტიკური მომზადების ოთახი და სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობა.
 
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, შსს აკადემიის პერსონალს სიტყვით მიმართა, სადაც ყურადღება გაამახვილა სამართალდამცავთა ტაქტიკური მომზადების მნიშვნელობასა და სასწავლო პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის ინტეგრირების შესახებ.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
 
ღონისძიების დასასრულს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა შს აკადემიას ვირტუალური ტირისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა (FATS) გადასცა.
 
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიშის განხილვაში.

მიმდინარე წლის ივლისში, ქალაქ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 135-ე სესიაზე, განხილულ იქნა "სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ" საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიში.

საქართველოს დელეგაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოდგენდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

ქართულმა მხარემ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განხილვისას ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმული იმ ქმედითი ნაბიჯების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და განმტკიცებას.

განხილვის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ასევე უპასუხა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრების შეკითხვებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული ძალისხმევა 2022 წლის პრაიდ კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შედეგება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან, რომლებიც ახორციელებენ მხარე სახელმწიფოთა მიერ ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის მონიტორინგს.