უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე - ვახტანგ გომელაური

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, ავიაციის შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე.

„განახლდა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები. ამერიკის შეერთებულ შტატების მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის დაცვის პროგრამის (EXBS) ფინანსური დახმარებით, ამჟამად მიმდინარეობს ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის მშენებლობა. უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით გარეჯის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.