სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, ვლადიმერ ბორცვაძემ და შალვა ბედოიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები პირადად წარუდგინეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი გურამ ზესაშვილი უხელმძღვანელებს, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს კი - პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე. მინისტრის მოადგილეებმა პოლიციის დეპარტამენტების ახლადდანიშნულ დირექტორებს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს.

ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. რაც შეეხება გურამ ზესაშვილს, იგი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.