შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი. ​

 პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა სხდომაზე საოკუპაციო ხაზის, უსაფრთხოების ზომებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - იოსებ ჭელიძეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორს - გიორგი საბედაშვილს მოუსმინეს.