99 ახალი სტატია

ლავას ოღლის ბელორუსული „პრიკლუჩენიები“

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მართალია, ბელორუსის ციხეში მინდია გორაძემ (იგივე ლავას ოღლიმ) სულ რამდენიმე კვირა გაატარა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ თავისი კვალი დაეტოვებინა. შეგახსენებთ, რომ გორაძე ბელორუსიდან უკრაინაში გაემგზავრა, იქიდან კი მონტენეგროში გაადეპორტეს. როგორც კი გორაძე ბელორუსის ციხეში მოხვდა, მაშინვე უკმაყოფილება გამოთქვა, რომ იქ მისი წინამორბედები სათანადო დონეზე ვერ იდგნენ და „ზონა“ „გაწითლებული“ იყო. როგორც ბელორუსი სამართალდამცავები ამბობენ, გორაძეს არაერთი ფსიქოლოგი მიუგზავნეს, რათა გაეტეხათ და რეჟიმს დამორჩილებოდა, თუმცა ამის ნაცვლად, მან პროტესტის ნიშნად ორჯერ პირი ამოიკერა და პატიმართა არცთუ მიცრე ნაწილი აიყოლია.
„გორაძის წავსლის შემდეგ, ციხეში „პალაჟენეცი“ საშა პოზნიაკი გახდა. მას „პალაჟენეცობა“ სწორედ გორაძემ უბოძა და ახლა ის ნომერ პირველი პატიმარია. უფრო მეტიც, ის მცირე დრო, რაც ლავასოღლიმ გისოსებსმიღმა გაატარა, საკმარისი გახდა იმისთვის, რომ მთელ ბელორუსულ კრიმინალურ სამყაროში ნამდვილ ლეგენდად ქცეულიყო. შეიძლება თამამად ითქვას, რომ გორაძეს ბელორუსი ახლა ხელში უჭირავს და სადაც უნდა იყოს, მისი ერთი სიტყვა საკმარისია სიტუაციის სრულად სამართავად“, - ბელორუს სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს იქაური მედია.