ქართველი „კანონიერი ქურდი“ პოლიტკურ თავშესაფარს ითხოვს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, უკრაინის ხელისუფლებას ე.წ. კანონიერმა ქურდმა ნოდარ ასოიანმა (იგივე ნოდარ რუსტავსკი) მიმართა და... დევნილის სტატუსი და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. მისი ადვოკატების განცხადებით, ასოიანს რუსი სამართალდამცავები იმის გამო დევნიან, რომ ის უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების დროს, იარაღით სწორედ უკრაინულ მხარეს ედავებოდა.
უკრაინელებმა მისი თხოვნა განიხილეს, ინფორმაცია რუსეთიდანაც გამოითხოვეს და დაადგინეს, რომ რუსული მხარე ასოიანს სისხლის სამართლის კოდექსის 9 მუხლით ეძებს. იმის მიუხედავად, რომ უკრაინს ხელისუფლებამ „ნოდარ რუსტავსკის“ თხოვნაზე უარი უთხრა, ის აპირებს, უარი გაასაჩივროს და დაამტკიცოს, რომ სწორედ პოლიტიკური ნიშნით იდევნება.
აქვე, შეგახსენებთ, რომ 47 წლის ნოდარ ასოიანს კრიმინალურ წრეებში, „ნოდო რუსთავსკის“ გარდა, „ნახევრადმხეცის“ სახელითც იცნობენ.
ბოლოს მისმა სახელმა გავლენიანი ქართველი კანონიერი ქურდის გაიოზ ზვიადაძის მკვლელობის კონტექსტში გაიჟღერა. ზვიადაძე, 2018 წლის 9 აპრილს თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში მოკლეს. შეიარაღებული თავდასხმის დროს დაიჭრა ასევე, ქართველ „კანონიერ ქურდი“ გიგა პეტრიაშვილი, რომელსაც „პროფესორის“ მეტსახელით იცნობენ.