110 ახალი სტატია

ალექსეი ნავალნი საავამდყოფოდან გაწერეს

კრიმინალური ქრონიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთში "ნოვიჩოკით" მოწამლული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, ბერლინის საავამდყფოდან, 32 დღის შემდეგ გაწერეს და ის მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

ბერლინის ჰოსპიტლის ცნობით, ნავალნის ამჟამინდელი კონდინცია და პროგრესი ისეთია, რომ მისი სრულად გამოჯანმრთელებაც შესაძლებელი იქნება, თუმცა ამაზე საუბარი, ექიმების თქმით, ახლა მაინც ნაადრევია.
აქვე ალექსეი ნავალნი, რუსეთიდან იმ ტანსაცმლის გადმოცემას ითხოვს, რომელიც იმ დღეს ეცვა, როდესაც ცუდად გახდა. ნავალნი ამბობს, რომ მისი ეს ტანსაცმელი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.
    "სანამ გერმანიაში გამომიშვებდნენ, სრულიად შიშველი დამტოვეს და წაიღეს ჩემი ტანსაცმელი. აღსანიშნავია, რომ ნოვიჩოკი ჩემ სხეულზე აღმოაჩინეს, ამიტომ როგორ მოხდა მოწამვლა დასადგენია. ვფიქრობ, ამის გამო, ჩემი ტანსაცმელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა" - ამბობს ნავალნი.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი და პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ცუდად ჩაის დალევის შემდეგ გახდა, რასაც მოწამვლას უკავშირებენ.
21 აგვისტოს ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა და მოსკოვს ნავალნის გერმანიაში გაშვებისკენ მოუწოდა. კომისიამ აღნიშნა, რომ საქმეზე გამჭირვალე და ობიექტურ გამოძიებას ელიან.
ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს. პოლიტიკოსის პრესსპიკერის თქმით, მისი გადაყვანა საკმაოდ გაჭიანურდა.