მიხეილ რამიშვილი ახალი ფოტომასალის გასაჯაროებას აანონსებს

სასამართლო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატს სატელიტის ფოტოები გადასცა, ახალი ფოტომასალის გასაჯაროებას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ მიხეილ რამიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდგ გააკეთა, სადაც ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, სწორედ სატელიტური ფოტომასალის საქმეზე დაკითხეს.

მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ფურცხვანიძე აშშ-დან ახალ მტკიცებულებას ჩამოიტანს, სადაც ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 18-22 ივლისის პერიოდში არ დგას იქ, სადაც ის იპოვეს.

30 სექტემბერს იგი წავა აშშ-ში, რამდენიმე დღეში ჩამოვა და ჩამოიტანს რადიკალურად განსხვავებულ პასუხს, რომ ეს ყველაფერი ამათი მხრიდან არის სიყალბე და ჩამოიტანს ისეთ მტკიცებულებას და ისეთ ფოტოს სატელიტიდან გადაღებულს, რითიც დადასტურდება, რომ 18-დან 22 ივლისამდე ავტომობილი არ იდგა - ამბობს რამიშვილი.

რაც შეეხება დაკითხვას, როგორც პროკურორმა პროცესის შემდეგ განაცხადა, მიხეილ რამიშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობის მეტი ვალდებულება აქვს:

ამის საპასუხოდ ჩვენ დრეს მივიღეთ მიხეილ რამიშვილის ემოციური გამოსვლები და დაძაბული ფონი - ამბობს პროკურორი

საქართველოს პროკურატურა ამბობს, რომ ის ფოტოები, რომელიც რამიშვილმა გადასცათ, ყალბია. საგამოძიებო უწყებამ ამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა მტკიცებულებების გაყალბების და ფალსიფიცირების მუხლით დაიწყო.

თავად ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატები კი ამბობენ, რომ სატელიტის კადრები, მათ მტკიცებულებად არ წარუდგენიათ და ეს იყო მხოლოდ ინფორმაცია, რომელიც გამოძიებას მიაწოდეს.

მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, მიხეილ რამიშვილმა მისი დაკავებაც არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყება ბაჩალიაშვილის საქმიდან მის ჩამოშორებას ცდილობს.

დღეს რამიშვილამდე საქალაქო სასამართლოში ადვოკატი ეკა ქობესაშვილიც გამოიკითხა. პარალელურად კი სასამართლოს ეზოში სოლიდარობის აქცია ადვოკატებმა გამართეს.