სიკვდილი საეჭვო ვითარებაში - დმანისის არქოლოგიური ცენტრის დირექტორი გარდაცვლილი ნახეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დმანისის არქოლოგიური ცენტრის დირექტორი გარდაცვლილი ნახეს. 50 წლის გოჩა კილაძის ცხედარი მუზეუმის ბაზაზე რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთმა ადგილობრივმა აღმოაჩინა. კილაძე სწორედ ამ ბაზის ტერიტორიაზე ცხოვრობდა.

ჯერჯერობით დაუდგენელია უკავშირდება თუ არა კილაძის გარდაცვლება სამსახურებრივ პრობლემებს. ირკვევა, რომ დმანისისა და ბოლნისის მუზეუმებში, რომელსაც კილაძე ხელმძღვანებლობდა, თვენახევრის წინ თეა წულუკიანმა კულტურის სამინიტროს გენერალურ ინპექცია შეუშვა. ერთ-ერთი ვერსიით, კილაძე ბოლო დროს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზეც ჰყავდათ დაბარებული.

ამ დროისათვის ადგილი, სადაც ცხედარი იპოვეს, პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული.

გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.