ხელვაჩაურში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხელვაჩაურში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. შემთხვევა დაახლოებით 11 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის ქალმა ბავშვი ბაღში დატოვა, უკან დაბრუნებისას კი გზაზე ყოფილი ქმარი დახვდა და ბეჭის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

შემთხვევას პატრულის ეკიპაჟი შეესწრო და დამნაშავე ადგილზევე დააკავეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

რაც შეეხება 35 წლის ქალს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკა BMS-ში მოათავსეს.

მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.