Menu
RSS

ლიბერთიმ კურსდამთავრებულ პენსიონერებს დიპლომები გადასცა

ლიბერთის ინიციატივით, ნოემბრიდან, პენსიონერებისთვის კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობის შემსწავლელი, ერთთვიანი, უფასო კურსები დაიწყო. პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია და 400-მდე პენსიონერი დარეგისტრირდა. 

9 დეკემბერს, ლიბერთიმ, ეროვნულ ბიბლიოთეკაში 62 პენსიონერს კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. 

სწავლება რამდენიმე ჯგუფად, ლიბერთის მიერ სპეციალურად შექმნილ დარბაზში _Liberty Digital Hall მიმდინარეობდა, სადაც პენსიონერებმა კომპიუტერის ზოგადი შესაძლებლობები, ინტერნეტის, ელ-ფოსტის, სოციალური ქსელებისა და სმარტფონების ფუნქციების გამოყენება სრულიად უფასოდ შეისწავლეს. 

პროგრამა ხელს უწყობს უფროს თაობას მარტივად ინტეგრირდნენ თანამედროვე ცხოვრებაში. ლიბერთი ბანკი გააგრძელებს ამ პროგრამას მომავალი წლის განმავლობაში, პირველ რიგში, რომ დააკმაყოფილოს უკვე დარეგისტრირებული ყველა პენსიონერი. 

„ვფიქრობთ, ეს დღე არის დასტური იმისა, რაც ამ პროექტის დასაწყისშივე ვიგულისხმეთ _ დღეს ჩვენ საუკეთესო და ყველაზე ახალგაზრდა დიპლომირებული პენსიორები გვყავს. პროექტმა გაამართლა, იქცა ხიდად თაობებს შორის და აუცილებელ გაგრძელებებსაც გულისხმობს“, _ განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ. 

ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა: „მოხარული ვართ, რომ გაამართლა სპეციალურად ჩვენი მომხმარებლისთვის შემუშავებულმა საგანმანათლებლო ერთგვარმა ექსპერიმენტმა. პენსიონერების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება და დიდი ინტერესი ჩვენთვის სტიმულია, რომ მომავალში მსგავსი პროექტები კიდევ უფრო მასშტაბურად განვახორციელოთ. ასევე, დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მხარდაჭერისთვის“.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში