Menu
RSS

საქართველოს ბანკმა JCB ბარათების ლიცენზია მოიპოვა

პირველად საქართველოში, ქვეყნის წამყვანი ბანკი JCB ბარათების მფლობელებს მოემსახურება!

საქართველოს ბანკმა JCB-ს ბარათების მიღების ლიცენზია მოიპოვა. ქვეყნის მასშტაბით, ეს პირველი ბანკია, რომლის გადახდის ტერმინალებსა და ბანკომატებში, მომხმარებლები JCB-ის ქსელში ჩართული ბარათებით სარგებლობას შეძლებენ. JCB იაპონიაში დაფუძნებული, ერთადერთი მსხვილი, საერთაშორისო საგადახდო ბრენდია, რომლის ბარათებსაც მსოფლიოს 190 ქვეყანაში იყენებენ. 117 მილიონი ადამიანი, რომლებიც JCB-ის ქსელში ჩართულ ბარათებს ფლობენ, მსოფლიოს მასშტაბით, წარმატებით ახორციელებენ ტრანზაქციებს 30 მილიონამდე ასოცირებულ მერჩანტთან.

 

საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის წამყვანი ბანკი მოხარულია, რადგან საქართველოს მასშტაბით, მან JCB ბარათების ლიცენზია მოიპოვა: 

„ამიერიდან, 117 მილიონი ადამიანი, რომლებიც JCB-ის ბარათებს ფლობენ, შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ბანკის გადახდის ტერმინალებითა და ბანკომატებითაც ისარგებლონ. აზიური ქვეყნებისთვის, საქართველო ერთ-ერთი, ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ქვეყანაა და ვფიქრობ, საქართველოს ბანკის საგადამხდელო სისტემაში JCB ბარათების მიღება, ქვეყანაში ტურისტების მოზიდვას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“. 

JCB-ის გენერალური დირექტორის, ტაკაში სუეცუგუს განცხადებით, მათთვის დიდი პატივია, რომ ქვეყნის წამყვან ბანკთან წარმატებული თანამშრომლობა შედგა: 

„როდესაც ჩვენი კომპანია, რეგიონში საკუთარი ბიზნეს-აქტივობების გაფართოების საკითხს განიხილავდა, არჩევანი საქართველოს ბანკზე შევაჩერეთ, რადგან ის საიმედო და სტაბილური რეპუტაციით, ასევე მუდმივი ინოვაციით გამოირჩევა. ბანკის მიზნები სრულ თანხვედრაშია ჩვენს ფასეულობებთან _ მომხმარებელს შევთავაზოთ საიმედო და თანამედროვე სერვისები. გვჯერა, რომ ერთობლივი თანამშრომლობით, ჩვენ კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და შესაძლებლობებს მივცემთ JCB ბარათების მფლობელებს“. 

JCB გლობალური გადახდებისა და საგადამხდელო ბარათების ემიტენტი, უმსხვილესი ბრენდია. კომპანიის ბარათები მსოფლიოს 190 ქვეყანაშია ჩართული, ხოლო JCB ბარათს 117 მილიონი ადამიანი ფლობს. 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში