Menu
RSS

საქართველოს ბანკმა ახალი ბრენდ-დაპირება წარადგინა

„მთელი საქართველოს ბანკი“ _ შექმენით საკუთარი ვიდეო და ასახეთ, როგორია თქვენი საქართველო!

საქართველოს ბანკმა საზოგადოებას ახალი ბრენდ-დაპირება წარუდგინა. 21 წელზე მეტია, რაც ქვეყნის საბანკო სექტორში, საქართველოს ბანკი ოპერირებს და წამყვან პოზიციას იკავებს. ,,მთელი საქართველოს ბანკი'' _ ესაა ქვეყნის წამყვანი ბანკის ახალი ბრენდ-დაპირება, ვინაიდან შექმნის დღიდან, კომპანია არა მარტო ახალ საბანკო სერვისებს ნერგავდა, არამედ თითოეული მომხმარებლის ინტერესებსაც ითვალისწინებდა.

ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ბანკს 2 000 000-ზე მეტ მომხმარებელთან აქვს ურთიერთობა, რაც მოსახლეობის 60%-ზე მეტს შეადგენს. საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, კახა კიკნაველიძის განმარტებით, ეს იმის დასტურია, რომ წლების განმავლობაში, კომპანია სწორი გზით ვითარდებოდა. მისი თქმით, ეს უბრალოდ რიცხვი კი არა, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან 2 000 000 ადამიანი, ამდენივე განსხვავებულ ღირებულებას, მიზანსა და სურვილს ნიშნავს: 

,,პირველივე დღიდან, საქართველოს ბანკი ცდილობს, საბანკო მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს, თითოეულ ადამიანს კი მათი სურვილების განხორციელებაში დაეხმაროს. თითქმის 15 წლის მანძილზე, ჩვენ არაერთი ნოვაცია შემოვიტანეთ და საბანკო მომსახურების სფეროში დავნერგეთ. სწორედ საქართველოს ბანკი იყო პირველი, ვინც 1996 წელს, ქვეყანაში გლობალური გადარიცხვების ქსელი – ჭესტერნ Uნიონ-ი შემოიყვანა. ამავე წელს, პირველი პლასტიკური ბარათი _ Gეორგიან ჩარდ-ი შევქმენით, ხოლო 1998 წელს _ პირველი ბანკომატი დავდგით საქართველოში. ჩვენს მომხმარებლებს პირველად შევთავაზეთ ისეთი ინოვაციური სერვისები და პროდუქტები, რაც კლიენტებსაც უმარტივებდა ამოცანებს, რადგან მეტ შესაძლებლობას აძლევდა და ბანკთან თანამშრომლობის კულტურას უყალიბებდა და ამავდროულად, ქვეყანაში ბევრ მნიშვნელოვან ბიზნეს-მიმართულებასაც ავითარებდა. 2012 წელს, საქართველოს ბანკი იყო პირველი ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე, პრემიუმ-ლისტინგში განთავსდა''. 

კახა კიკნაველიძის განმარტებით, საქართველოს ბანკს აქვს ამბიცია, რათა ქვეყნის თითოეული მოქალაქის ბანკი იყოს. ესაა მომხმარებლებზე ორიენტირებული ბანკი, რომელიც დღესაც ყველაფერს აკეთებს, რათა საკუთარი სერვისების საშუალებით, კიდევ უფრო მეტად მოერგოს მომხმარებლების ინტერესებს. საქართველოს ბანკი სისტემური ბანკია, ამიტომ ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის გარეშე, მისი განვითარება წარმოუდგენელია. შესაბამისად, ბანკის, ქვეყნისა და თითოეული მომხმარებლის ინტერესი, აბსოლუტურ თანხვედრაშია და სწორედ ამას ეძღვნება საქართველოს ბანკის ახალი ბრენდ-დაპირებაც, რასაც ,,მთელი საქართველოს ბანკი'' ეწოდება: 

,,დღეს, თითოეული ჩვენგანის განსხვავებული და ინდივიდუალური მიზანი განყენებულად აღარ არსებობს, პირიქით, ის მჭიდრო კავშირშია მთელ საზოგადოებასთან. საქართველოს ერთიანობას, სწორედ ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინდივიდუალური ხედვა ქმნის, ჩვენი ქმედება გავლენას ახდენს არა ერთ, არამედ მილიონობით სხვა ადამიანზე. აქედან გამომდინარე, საკუთარი ღირებულებებით, გრძნობებითა და სურვილებით, ჩვენ ერთად ვქმნით ახალ, უკეთეს საქართველოს, რომელიც მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ეს საქართველო ყოველ ჩვენგანს ეკუთვნის და ამიტომ, ჩვენთვის დიდი პატივია, სწორედ ასეთი _ ,,მთელი საქართველოს ბანკი'' ვიყოთ!'' 

მთელი საქართველოს ბანკმა, ახალი ბრენდის დაპირების წარდგენის ფარგლებში, უნიკალური ონლაინ-პლატფორმა _ www.bankof.ge შექმნა. მისი საშუალებით, ყველა ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, ეწვიოს ვებ-გვერდს, უპასუხოს მარტივ კითხვებს და მისი საკუთარი საქართველო აღმოაჩინოს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რადგან ინდივიდუალური ხედვით, ღირებულებებით, გრძნობებითა და სურვილებით, თითოეული მათგანი შექმნის საკუთარ ვიდეოს, თუ როგორია მისი საქართველო. თუ მზად ხართ, თქვენი ინტერესის გათვალისწინებით, ვიდეო შექმნათ, ამისთვის ვებ-გვერდს _ www.bankof.ge უნდა ეწვიოთ! 

,,ვერსიის'' კითხვაზე, რატომ და რა მიზნით უნდა შექმნან მოქალაქეებმა ვიდეო, თუ როგორია მათი ინდივიდუალური საქართველო, კახა კიკნაველიძემ გვიპასუხა: 

,,პრინციპში, თითოეულ მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, რათა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველი აირჩიონ და ინდივიდუალური ვიდეო დააგენერირიონ, თუ როგორ ხედავენ და როგორ წარმოუდგენიათ მათ ეს ქყვეყანა. ამის შემდეგ, საუკეთესო ვიდეოებს შევარჩევთ და გამორიცხული არაა, რომ ისინი მედიის საშუალებითაც გავრცელდეს''. 

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში