საპატრიარქო მიხეილ რამიშვილს წერილობით უპასუხებს!
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საეკლესიო და საერო სასამართლოებისგან პასუხს კვლავ ელოდება. ადვოკატმა საკუთარი პატივისა და ღირსების შელახვის გამო მეუფე იაკობ იაკობაშვილის წინააღმდეგ საჩივარი საპატრიარქოსა და საქალაქო სასამართლოში დიდი ხანია შეიტანა. საქმე ის გახლავთ, რომ მეუფე იაკობმა, რამდენიმე თვის წინ, პირდაპირ ეთერში მიხეილ რამიშვილს დათა ახალაიას აგენტ-პროვოკატორი უწოდა. რამიშვილმა აღნიშნული ბრალდება პატივისა და ღირსების შემლახველად მიიჩნია და საეკლესო და საერო სასამართლოებს მოსთხოვა, განეხილათ აღნიშნული საკითხი. რამიშვილი აცხადებს, რომ თუ მეუფე იაკობი ვერ დაადასტურებს საკუთარ ნათქვამს, იმავე ფორმულირებით, პირდაპირ ეთერში უნდა უარყოს მის მიმართ ბრალდება, ადვოკატი მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის გონივრულ თანხასაც ითხოვს.
მიხეილ რამიშვილმა საპატრიარქოს წერილობითი განცხადებით რამდენიმე კვირის წინ მიმართა, რჯულის კანონის მიხედვით ითხოვა, წმინდა სინოდმა განიხილოს აღნიშნული საკითხი და მეუფე იაკობის მიმართ გადაწყვეტილება გამოიტანოს.
,,ვერსია'' დაინტერესდა, აპირებენ თუ არა საპატრიარქოში აღნიშნულ საკითხზე საეკლესიო სასამართლოს მოწყობას, რის გასარკვევადაც საპატრიარქოს იურისტს, ედიშერ ქარჩავას დავუკავშირდით. მან განაცხადა, რომ მიხეილ რამიშვილის განაცხადი გადაგზავნილია იმ მეუფეებთან, რომლებსაც ადვოკატი მიმართავს: ,,ნაწილისგან მივიღეთ პასუხი, ნაწილისგან _ ველოდებით. სანამ ყველა არ გვიპასუხებს, საპატრიარქო ვერ გასცემს პასუხს. სანამ ყველას პოზიცია არ დაფიქსირდება, ვერ ვიტყვი, მეუფეებმა რა სახის პასუხი გასცეს ადვოკატის განაცხადს. ყველა მეუფის პოზიცია რომ შეჯერდება, წერილობით გაეცემა მიხეილ რამიშვილს პასუხი.''
რამიშვილი კი აცხადებს, რომ თუ საპატრიარქო დროულად არ გასცემს პასუხს, განცხადებით წმინდა სინოდს ისევ მიმართავს.
თათია გოჩაძე
მსგავსი
- ზაზა სარალიძე: „არ უნდა დარჩეს გარეთ არც ერთი მკვლელი და დამნაშავე!“
- დავით ზურაბიშვილი: „არ მგონია, სერიოზული ცვლილება მოხდეს და უმრავლესობა დაიშალოს!“
- რატომ გაყიდეს პატარკაციშვილებმა იმედი
- სოლოლაკში, იტალიელი მხატვრების მოხატული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა!
- კანონი „261“ ის, რაც საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობისას უნდა იცოდეთ!
- ბაჩო ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- დოდო გუგეშაშვილი შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს!
- მოსალოდნელი მოულოდნელობა _ ლაშა შუშანაშვილს პოლიციამ ბრალი ვერ წაუყენა
- პრეზიდენტს შეწყალების საკითხის ერთპიროვნულად გადაწყვეტის უფლება უნდა ჩამოერთვას!
- პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს პატიმართან შეხვედრის უფლება უნდა მისცეს!