Menu
RSS

აშშ-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა სააგენტოსგან ანტისარაკეტო კომპლექს Javelin-ის 410 რაკეტას, 72 სამიზნე-გამშვებ ბლოკს, 10 სასწავლო კომპლექსსა და 70 ჭურვს შეიძენს. აშშ-ს მთავრობა მზადაა, საქართველოში ტექნიკის ტრანსპორტირება და მისი ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოს. ტექნიკის სავარაუდო ღირებულება კი 75 მილიონ დოლარს შეადგენს. შემოთავაზება საქართველოს უსაფრთხოების გაზრდის შედეგად, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის გამყარებას შეუწყობს ხელს. ეს ცალსახად ჩვენი ხელისუფლების წარმატებაა, _ ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამ გადაწყვეტულებას. მისი განცხადებით, ვინც ობიექტურად შეაფასებს ამ მოცემულობას, უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, „საერთაშორისო არენაზე ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია: „ამას მოწმობს ნატო-სთან, ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა, ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, აშშ-სთან გამორჩეული თანამშრომლობა. ეს არის ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის, მოკავშირეობის აღიარება. ამ სიტყვას ვიყენებ მას შემდეგ, რაც აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა რამდენჯერმე ახსენა საქართველოში ვიზიტის დროს. ეს არის მართლაც ახალი სიტყვა საქართველოს თავდაცვის სფეროში. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ ჰაერსაწინააღმდგო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები არის ხერხემალი ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის. ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც გაგრძელდება დიდი რეფორმები თავდაცვის სფეროში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა ჩვენი ქვეყანა უფრო მშვიდობიანი და სტაბილური იყოს, რაც უნდა აისახოს ქვეყნის განვითარებაზე“. სესიაშვილისვე განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ არის დემოკრატიული ქვეყნის ცივილური მმართველი, მან თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში აჩვენა, რომ არის სანდო საერთაშორისო პარტნიორი
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინათინ ხიდაშელის შეფასებით კი: ,,ეს გადაწყვეტილება ბევრი ადამიანის დიდი შრომის შედეგია. 2008 წლის ომის შემდეგ უზარმაზარი ძალისხმევა იყო მიმართული ქართული ჯარისა და ქვეყნის თავდასცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ყველა ის განცხადება რომელიც სენატიდან და წარმომადგენელთა პალატიდან მოგვისმენია და რომელზეც რუსული და მას აყოლილი ქართული პროპაგანდის მანქანა ქირქილებდა, სწორედ ამ გადაწყვეტილებაში აისახება. 2016 წლის ივლისში, როცა განვაცხადეთ, რომ სრულიად ახალი ეტაპი იწყებოდა და ისტორიულ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, სკეპტიკურად გვიყურებდნენ''.

დაბრუნება დასაწყისში