Menu
RSS

,,ვერსიისთვის'' ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ დიმიტრი ჯაიანს ჯანმრ-თელობის პრობლემები შეექმნა და თურქეთში გადაყვანას უპირებენ ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის.
ბატონ დიმასთან დაკავშირება ვცადეთ და მიუხედავად მისი მდგომარეობისა, რამდენიმე კითხვაზე მაინც გვიპასუხა: ,,ახლა უკეთ ვარ, იმასთან შედარებით, ვიდრე ვიყავი... თურქეთში ალბათ, თვის ბოლოს გადამიყვანენ საოპერაციოდ''... როგორც გავარკვიეთ, ბატონი დიმას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თავადაც იმედიანადაა და მიუხედავად იმისა, რომ საუბარი უჭირდა, ჩვეული მხნეობით მითხრა, მედგრად ვარო.
ბატონი დიმას ოპერაციას ქართუ ფონდი აფინანსებს, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, მერიაცა და ჯანდაცვის სამინისტროც გვერდით უდგას... მკურნალობაში ქართველი ექიმებიც არიან ჩართულნი და იმედია, მსახიობი მალე, სამშობლოში გამოჯანმრთელებული დაბრუნდება.
თამარ ლომსაძე

დაბრუნება დასაწყისში