რჩეული სტატიები

Grid List

იტალიის ქალაქ ვერონაში მდებარე ერთ-ერთი რესტორანი ბოთლ ღვინოს ჩუქნის ყველა სტუმარს, ვინც ჭამის დროს ტელეფონით არ ისარგებლებს. ამ გზით, რესტორატორებს სურთ შექმნან პირობა, რომ დაწესებულების სტუმრები ერთმანეთთან ურთიერთობდნენ და რესტორანში ყოფნით სიამოვნებას იღებდნენ. საჩუქრად ღვინის მისაღებად კლიენტმა საკუთარი „სმარტფონი“ ჩასაკეტ ყუთში უნდა დატოვოს. დაწესებულების მფლობელის თქმით, ინიციატივას უკვე მოჰყვა დადებითი გამოხმაურება, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. აღსანიშნავია, რომ ვერონას რესტორანი ერთადერთი არ არის ამ ბიზნესში, რომელიც მობილური ტელეფონების შეზღუდვას ცდილობს. საფრანგეთის ქალაქ ალბიშიც დაიწყეს უფასო სასმელების დარიგება სტუმრებისთვის, რომლებიც ტრაპეზის დროს უარს ამბობენ ტელეფონების მოხმარებაზე.

 

მეცნიერები აპირებენ, უახლოესი ათი წლის განმავლობაში, წარმოებაში ჩაუშვან ახალი პრეპარატი, რომელიც ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებს დაეხმარება. აბებს ზუსტად ისევე მიიღებენ, როგორც ჩვენ ვიღებთ ჩვეულებრივ ანალგეტიკებს - თავის ტკივილისას. ამჟამად, დაახლოებითი გათვლებით, მთელ მსოფლიოში, 50 მილიონამდე ადამიანია ეპილეფსიით დაავადებული. მათგან 70% დადებითად რეაგირებს ანტიეპილეპტიკურ პრეპარატებზე, რომელსაც 2-5 წლის განმავლობაში იღებენ. ამის შემდეგ ბავშვების 70 და მოზრდილების 60%-ს შეუძლია შეწყვიტოს მათი მიღება.

იმ პაციენტებს, რომლებიც არ რეაგირებენ მკურნალობაზე, შეუძლიათ ოპერაციული ჩარევა აირჩიონ. ბრიტანელი მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ მიერ შემუშავებული ანტიკონვულსანტი რეზისტენტული ეპილეფსიის მქონეთ დაეხმარება. ეს ინოვაციური კვლევა, რომელიც ჯერ მხოლოდ მღრღნელებზე ჩატარდა, ტვინის უჯრედებს უფრო მგრძნობიარეს ხდის გარკვეული ნაერთის მიმართ. ამჟამად, მძიმე კრუნჩხვებს მკურნალობენ პრეპარატის დახმარებით, რომელიც ახშობს თავის ტვინის ყველა უჯრედის აღგზნებას, რაც უარყოფით ეფექტებსაც იწვევს. ბრიტანელი სწავლულები იმედოვნებენ, რომ მომავალი ათი წლის განმავლობაში, შეძლებენ კლინიკებში მკურნალობის ახალი მეთოდის დანერგვას მოდიფიცირებული ვირუსის ერთადერთი ინექციის მეშვეობით.

ამერიკელმა სწავლულებმა აღმოაჩინეს, რომ ელექტრონული სიგარეტების მოხმარება გულის უკმარისობის განვითარების მომატებულ რისკს უკავშირდება - ის 19%-ით იზრდება. მკვლევარებმა გააანალიზეს 175 ათასი ადამიანის მონაცემები, რომელთა საშუალო ასაკი 52 წელი იყო. დაკვირვების პერიოდი 45 თვეს შეადგენდა. ამ დროის განმავლობაში, 3 242 მონაწილეს განუვითარდა გულის უკმარისობა. სტატისკიურმა ანალიზმა და სხვა ფაქტორებზე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ „ვეიპების“ გამოყენება ზრდის დაავადების რისკებს ასაკის, სქესისა და თამბაქოს მოხმარების მიუხედავად.

ეკვადორული შოკოლადის ბრენდი To’ak, რომელიც კაკაოს იშვიათი და უძველესი ჯიშისგან - Nacional-ისგან მზადდება, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ შოკოლადად დაასახელეს. კაკაო ხელით ირჩევა, რადგან გადამუშავებისას პროდუქტში მხოლოდ საუკეთესო მარცვლები მოხვდეს. კომპანია To’ak ცნობილია, როგორც ნოვატორი შოკოლადის დაძველებაში. ტკბილეული ხის კასრებში ძველდება და ამის გამო ის უნიკალურ გემოს, ფერსა და არომატს იძენს.

კომპანიის თანამშრომლები ექსპერიმენტებს ატარებენ არა მხოლოდ დაძველების ტექნიკაში, არამედ, შოკოლადში ისინი ამატებენ არომატოულ ნივთიერებებსაც - კამბოჯურ წიწაკა „კამპოტის“, ეკვადორული ხის პალო სანტოს, ან გალაპაგოსის ფორთოხლის არომატებს. შოკოლადი მხატვრულ შეფუთვაშია წარმოდგენილი და ხელნაკეთ ხის კონტეინერშია მოთავსებული. ამ შოკოლადის 50-გრამიანი ფილის ფასი 60-დან 490 დოლარამდე მერყეობს.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, რომ წყალდიდობის გამო მნიშვნელოვან შეფერხებას განიცდიან და პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრაზე მუშაობენ.

როგორც დუბაის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაშია აღნიშნული, ფრენების უმეტესობა გაუქმდა ან გადაიდო.

 

საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო თვეებში აზერბაიჯანის მხრიდან ცალმხრივი ქმედებებია, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აზიანებს.

როგორც მედია წერს, ელჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეხვდა.

„მაკრონმა გამოხატა სინანული აზერბაიჯანის ქმედებებთან დაკავშირებით და იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე განმარტავს თავის განზრახვებს“, – აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.